workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგის აგენტი: ფრენკი “ბარსელონაში” ბედნიერია

დე იონგის აგენტი: ფრენკი “ბარსელონაში” ბედნიერია

ბოლო პერიოდში ჭორები “ბარსელონას” ბევრი ფეხბურთელის შესახებ აგორდა. ამჯერად, მედიის ყურადღების ცენტრში ფრენკი დე იონგი მოექცა, რომლის მომავალიც “იუვენტუსს” დაუკავშირეს.

ნიდერლანდელის აგენტი, ალი დურსუნი ხაზგასმით ამბობს, რომ მისი კლიენტი კატალონიურ კლუბში ბედნიერია.

“ფრენკი “ბარსელონაში” თავს კარგად გრძნობს, “ბლაუგრანა” კი მისი ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია. გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo Deportivo.

დე იონგი კატალონიელთა რიგებს გასულ ზაფხულში, “აიაქსიდან” შეუერთდა. “კამპ ნოუზე” გატარებულ პირველ სეზონში ნახვარმცველმა 37 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 14 მაი 2020, 00:24

    ნორმალური ტრენერი რო მოვა უფრო ბედნიერი იქნება

  • me da barca
    schedule 14 მაი 2020, 00:08

    პირბადე და ხელთათმანები გიკეთია. ხალათი, თავზე ქუდი და ექიმი ხარ ფრენკ.