workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსს” ფრენკი დე იონგი სურს, “ბარსელონა” უარზეა

“იუვენტუსს” ფრენკი დე იონგი სურს, “ბარსელონა” უარზეა

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს, “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის ფეხბურთელების შესაძლო გაცვლის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. Sport-ის ცნობით, ტურინულმა კლუბმა “ბლაუგრანას” ჰოლანიდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის თაობაზე მიმართა, თუმცა კატალონიელებმა 23 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე მაშინვე უარი თქვეს.

“ბარსელონამ” დე იონგი გასულ ზაფხულში 75 მილიონ ევროდ “აიაქსიდან” დაიმატა. ფრენკის მიმდინარე სადებიუტო სეზონი კატალონიურ გუნდში დამაიმედებელია. მან მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა. ჰოლანდიელი შუახაზელის ანგარიშზე 37 მატჩი, 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბარსა” იმედისმომცემ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს. უფრო მეტიც, დე იონგი კატალონიურ გუნდში ერთ-ერთ ხელშეუხებელ მოთამაშედ მიიჩნევა. გავრცელებული ცნობებით, კლუბს მასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • iashkabarsa
    schedule 14 მაი 2020, 15:15

    არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დათმონ

  • Iniesta_8
    schedule 14 მაი 2020, 12:47

    ციტატა: Wtf man
    სანაცვლოდ შემოგვთავაზებენ ან რაბიოს ან კუადრადოს ან ბენატიას. ნაგავზე გადასაყრელ ხალხს. რონალდოში თუ გაგვიცვლია ორივე მისცენ არტურიც და დეიონგიც. 3 წელი ლიგა ჩვენი იქნება


    რაღა დროს რონალდოს თუ ძმა ხარ ისედაც არ დარბიან ჩვენი ფორვარდები და მაგის სიარულიღა გვაკლია. 35 წლისაა მაგან თავისი კარიერის პიკი უკვე გადაირა და ორი ახალგაზრდა პერსპექტიული ნახევარმცველი რატო უნდა გავატანოთ ერთ ბებერში.

  • მურმანი
    schedule 14 მაი 2020, 12:37

    რა ტვინი მოგვიტ'ნა ამ იუვემ, შეგ"ცა რა. არცერთი ფეხბურთელი არ გვჭირდება იუვესი, ვაფშე გულშემატკივარი ამაზე არც უნდა ღელავდეს, რომ არტურს გაუცვლის, მაგრამ სირ" ბორდი გვყავს. პიანიჩში ბარსას არცერთი ფეხბურთელი გაიცვლება, რაკიტიჩიც კი რომელმაც აშკარად მოუკლო ამ ბოლო დროს.

  • msnmsn10119
    schedule 14 მაი 2020, 11:16

    ბარემ ოფისებიც გაცვალონ,

  • Wtf man
    schedule 14 მაი 2020, 00:41

    სანაცვლოდ შემოგვთავაზებენ ან რაბიოს ან კუადრადოს ან ბენატიას. ნაგავზე გადასაყრელ ხალხს. რონალდოში თუ გაგვიცვლია ორივე მისცენ არტურიც და დეიონგიც. 3 წელი ლიგა ჩვენი იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 14 მაი 2020, 00:23

    გეუბნებით ჭორებია ეს ყველაფერი ვერც არტურს წაიყვანენ ვერც სემედუს და დე იონგს ხო მითუმეტეს

  • Anssumane
    schedule 14 მაი 2020, 00:04

    დეიონგის მაგივრად სხვა რამე რო შემოქთავაზოთ ბებერო სენიორებო არ გინდათ?

  • me da barca
    schedule 13 მაი 2020, 23:58

    ჭორი მგონია, მაგრამ თუ ეს სიმართლეა კატალონიური სარდელი წაიღოს იუვემ ტურინში. რას შემიგვიჩნდა ეს დედა აფეთქებული.

  • Iniesta_8
    schedule 13 მაი 2020, 23:07

    გადაიხადონ გამოსასყიდი და წავიდეს თუ უნდა. რას გადაეკიდა იუვენტუსი ბარსას ფეხბურთელებს, იციან რომ ბართო ჩმორია და იყენებენ შესაძლებლობას