“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, ანდერ ერერა, ნეიმარის ირგვლივ აგორებულ ჭორებს ეხმაურება. როგორც იცით, ბრაზილიელის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე, ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტიურად იწერება.
“კარანტინამდე ნეიმართან ერთად ვისადილე და მითხრა, რომ პარიზში ყოფნით ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ყოფილი “ბლაუგრანელი” პსჟ-ს პროექტშია ჩართული, რომელიც მისსა და მბაპეს ბედნიერებაზე ზრუნავს”, – ციტირებს ფეხურთელის სიტყვებს Cadena COPE.
“ბარსელონადან” წასვლის შემდეგ, ნეიმარს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დაბრუნებასთან თითქმის ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე აკავშირებენ. ახლაც, მედიაში გავრცელებბული ჭორების მიხედვით, “ბარსელონა” მის ხელახლა შეძენას კვლავ შეეცდება.
რამხელა რეგრესი განიცადა ამან მანდ გადასვლით ოქროს ბურთი უნდოდა და ის ფული მაგიტო წავიდა ფული კი მიიღო მარა ოქროს ბურთს მანდ ვერასდროს მიიღებს. ეგ რო არ წასულიყო ეხლა მინიმუმ 2 ლიგა გვექნებოდა მოგებული. ზედიზედ ორს აუცილებლად მოიგებდნენ და წელს მესამეს შანსი ექნებოდათ ძალიან დიდი
რას მიდიოდა რო მიდიოდა