workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ფონტი: ჩავი ჩვენი სპორტული პროექტის ქვაკუთხედი გახდება

ვიქტორ ფონტი: ჩავი ჩვენი სპორტული პროექტის ქვაკუთხედი გახდება

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი, სოციალურის ქსელის მეშვეობით, კლუბის გულშემატკივართა კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა. მისი თქმით, დღეს, “ბარსელონას” წინაშე სამი მთავარი გამოწვევა დგას: “ბარსელონა” მესის შემდეგ, “ესპაი ბარსა” და ეკონომიკური კრიზისის შედეგები.

“კომპლექსური საკითხები კარგად შემუშავებულ პროექტებს საჭიროებენ, ჩვენ დიდი შტორმისთვის მოგვიწევს გამკლავება.

უკვე 7 წელია ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიზანსაც კლუბის მენეჯმენტის მოდელის გარდაქმნა წარმოადგენს. ჩვენ უკან არავინ დგას, მხოლოდ “ბარსელონა”. ეს არის არა საპრეზიდენტო პროექტი, არამედ ყოვლისმომცველი და გუნდური მოდელი”.

ფონტმა დირექტორთა საბჭოს შესახებაც ისაუბრა.

“ჩვენ არ გვსურს, დირექტორა საბჭოს ისეთი წევრები, რომლებიც კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში ერევიან. ჩვენ გვჭირდება თითოეულ სფეროში საუკეთესო დირექტორი”, – მან დაამატა, რომ უკვე შერჩეულია საბჭოს წევრობის 4 ქალი კანდიდატი და ერთიც კლუბის ყოფილი ფეხბურთელი.

მან, აგრეთვე, განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ჩავის გუნდის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ერგება.

“იგი “ბარსელონას” 10-წლიანი სპორტული პროექტის ქვაკუთხედია. ჩვენ მის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის იდეას განვიხილავთ”.

შეხვედრაზე, რომელიც, თითქმის, საათნახევარი გაგრძელდა, ფონტმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაც გააკრიტიკა.

“მათ ჟუნიორი მოიყვანეს და კუკურელია გაუშვეს. ჩვენ სახლში მყოფი ტალანტი უნდა დავიცვათ.

მე მომეწონა ლაუტაროს თამაში, როდესაც ის “კამპ ნოუზე”, “ინტერთან” ერთად, ჩამოვიდა, მაგრამ ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება ჩავიმ და კლუბის სპორტულმა სტრუქტურამ უნდა მიიღოს”, – თქვა მან.

“ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს გაიმართება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Iniesta_8
    schedule 09 მაი 2020, 15:42
    #3

    ესეც ბართოს ნაირი ჩმორი ჩანს ვინმე უფრო ავტორიტეტიანი და ჭკვიანი გვჭირდება

  • me da barca
    schedule 09 მაი 2020, 13:48
    #2

    იანვარშია მგონი არჩევნები

  • nikusha
    schedule 09 მაი 2020, 13:12
    #1

    ჩავის ეს კამანდა უნდა დავახვედროთ (გაახალგაზრდავებული სასტავი)

    ტერ შტეგენი
    ემერსონი-უმტიტი-ლენგლე-კუკურელია
    არტური-დე იონგი-ალენია
    ტრინკაო-ლაუტარო მარტინესი-ანსუ ფატი

    პენია
    მუსა ვაგე-ტოდიბო-არაუხო-ფირპო
    მატეუს ფერნანდეში-ო.ბუსკეტსი-მორიბა
    ს.რობერტო-გაბრიელ ბარბოსა-კოლიადო