რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწვეულმა წარმომადგენელთა კომისიამ, ქვეყნის მასშტაბით საფეხბურთო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით, მნიშნველოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
გადაწყდა, რომე მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის, შემდეგი ცვლილებები განხორციელდება:
- გუნდებს, სამის ნაცვლად, 5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ;
- გუნდები შეზღუდული იქნებიან ცვლილების გამო თამაშის შეჩერების რაოდენობით – ეს ისევ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ გუნდი ხუთივე ცვლილებას გამოიყენებს, 2-ჯერ ეს ორმაგი ცვლილებით უნდა გააკეთოს. ალტერნატივა ცვლილების ტაიმებს შორის შესვენებაზე განხორციელებაა.
- გუნდებს უფლება ექნებათ განაცხადში, 18-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელი შეიყვანონ;
- თამაშის დროს, წყლის დასალევად, ფეხბურთელები 2-ჯერ შეისვენებენ.
ამ ცვლილებას საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ნებართვა სჭირდებოდა და რამდენიმე წუთის წინ FIFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეს თანხმობაც არსებობს.
“ბარსელონას” პირველ გუნდში სულ 18 ფეხბურთელია. ეს ნიშნავს, რომ კიკე სეტიენს საშუალება ექნება, “ბარსა ბ-დან”, თითო მატჩში მინიმუმ 5 მოთამაშე დაიმატოს ხოლმე.



ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ წყალს როდის ჩაგვისხამენ აუზში?😁
არადა ქეცბაიამ თქვა პრიველი ამაზე 🤣 😂
ამას ვერ მივხვდი
2-2-1 // 1-2-2 // 2-1-2. ანუ ისევ სამჯერ გააჩერებენ თამაშს და შეგიძლია 5 ფეხბურთელი გამოცვალო.
წ ყ ლ ი ს დასალევად ორჯერ შეჩერება უაზროა ტემპს დააგდებს ისედაც დაბალი ტემპია ლალიგაში
ამას ვერ მივხვდი
თამაშს ხუთჯერ არ გაგიჩერებენ რო დრო არ გაიყვანო. შეცვალე შესვენებაზე ან ორჯერ ორ-ორი კაცი შეცვალე ერთხელ ერთი. რა არის გაუგებარი.
კიდევ შეეძლოთ დაემატებინათ რაღაც ცვლილებები
ამას ვერ მივხვდი
ანუ სათითაოდ არ შეუძლიათ ცვლილებების გაკეთება დრო რო არგაიყვანონ..
მშვენიერი წესებია
გუნდები შეზღუდული იქნებიან ცვლილების გამო თამაშის შეჩერების რაოდენობით – ეს ისევ 3-ჯერ იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ გუნდი ხუთივე ცვლილებას გამოიყენებს, 2-ჯერ ეს ორმაგი ცვლილებით უნდა გააკეთოს. ალტერნატივა ცვლილების ტაიმებს შორის შესვენებაზე განხორციელებაა.
ამას ვერ მივხვდი