1986 წლის 7 მაისს, ევროპის ჩემპიონთა თასის (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალში, “ბარსელონა” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდა.
მატჩის წინ თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ კატალონიური კლუბი ნანატრ თასს პირველად მოიგებდა, თუმცა… ეს ზეიმი 1992 წლამდე გადაიდო, სადაც “ბარსელონამ” იტალიური “სამპდორია” დაამარცხა.
ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. ინგლისელი ტერი ვენეიბლზის გაწვრთნილ გუნდში ბრწყინავდნენ გერმანელი ბერნდ შუსტერი, შოტლანდიელი სტივ არჩიბალდი, ანხელ პედრასა, პაკო კარასკო. “ბარსელონას” თამაშშიც პრაქტიკულად სრული უპირატესობ ჰქონდა, თუმცა რუმინელთა მცველები და განსაკუთრებით, უცნობი მეკარე ჰელმუტ დაუკადამი მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდნენ.
პენალტების სერია კატალონიელთათვის ტრაგიკომიკური გამოვიდა. კატალონიელებმა ვერცერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს და სერიაში 0:2 დამარცხდნენ, რუმინელთა მეკარემ ოთხიდან ოთხივე დარტყმული მოიგერია.
სტიაუა: დუკადამი, იოვანი, ბარბულესკუ, ბუმბესკუ, ბალანი (იორდანესკუ 72), ბელოდედიჩი, მაჟეარუ, პიცურკა (რადუ 108), ბოლონი, ლეკეტუში, ბალინტი.
მწვრთნელი: ემერიხ ენეი.
ბარსელონა: ურუტიკოეჩეა, ხერარდო, მიგელი, ხულიო ალბერტო, მუნიოსი, ალეშანკო, კარასკო, შუსტერი (მორატალა 85), პედრასა, არჩიბალდი (პიჩი ალონსო 106), მარკოსი.
მწვრთნელი: ტერი ვენეიბლზი.
მსაჯი: მიშელ ვოტრო (საფრანგეთი).
რუსებს ეგ თამაში არ უჩვენებიათ სამწუხაროდ მხოლოდ ფრაგმენტები ვნახეთ სადაც მეკარე დუკედამის გმირობებზე ლაპარაკობდნენ ძირითადად იმიტომ რომ ჯერ პოლიტიკის გამო და მერე ბუქარესტის " სტიაუა " რუმინელი არმიელების გუნდი იყო (ბუქარესტის "ვარსკვლავი" ) და რუსებისთვის იგივე ცეესკა იყო ….შუსტერმა ვერაფრით ვერ გაუტანა მაგ დედა …..მეკარე დუკედამს მერე შეცვალა ვენეიბლზმა პენალტებში კი ისევ რუმინელების მეკარემ დუკედამმა მოიგო პერსონალურად ოთხი პენალტი აიღო მგონი