workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო მილიტო: ლაუტაროს მესისთან სათამაშოდ შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა

დიეგო მილიტო: ლაუტაროს მესისთან სათამაშოდ შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა

ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მილიტო თანამემამულესა და “ბარსელონას” სამიზნეზე, ლაუტარო მარტინესზე საუბრობს.

“ვფიქრობ, ლაუტარო “ინტერში” კარგად ასპარეზობს, მაგრამ აშკარაა, რომ მას “ბარსაში” ლეო მესისთან სათამაშოდ შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა.

მარტინესი სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც “ნერაძურისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. ამაზე ბევრი ჭორი იწერება”, – ციტირებს მილიტოს სიტყვებს Marca.

ლაუტარო დიდი ხანია “ბლაუგრანას” რადარზე იმყოფება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს გუნდი 90 მილიონსა და ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვას ითხოვს. ბარტერის კანდიდატებს შორის კი არტურ მელო, ანტუან გრიზმანი, ჟუნიორ ფირპო და ემერსონიც განიხილებიან. ეს უკანასკნელი (ბრაზილიელი) ამჟამად “ბეტისში” ასპარეზობს, თუმცა მომდევნო წელს “ლურჯ-ბროწეულიფერთა” რიგებს შეუერთდება.

რაც შეეხება მილიტოს, არგენტინელი “ინტერში” 5 წელი ირიცხებოდა და 2010 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. დიეგოს ესპანეთშიც, კერძოდ, “სარაგოსაში” უთამაშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 04 მაი 2020, 23:35
    #2

    ამ ნისკარტას რა დამავიწყებს, როგორ "ჩესნად" გამოთიშეს ბარსა ნახევარფინალიდან,
    მსაჯების დედაც, თორემ ბარსას რეალამდე ექნებოდა სამი ლიგა დადებული ზედიზედ, 09-10-11.

  • M10 S9 D11
    schedule 04 მაი 2020, 23:10
    #1

    ბიჭო არაფერში არ სჭირდება ეს ბარსას აი არაფერში მესისთან ნაკრებშიც ითამაშებს