2017 წლის 8 მარტი “ბარსელონას” ისტორიაში “დიდებული ქამბექის” სახელით შევიდა. ამ დღეს კატალონიურმა კლუბმა “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით, 6-1 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 6-5).
იმ პერიოდში ფრანგების თავკაცი უნაი ემერი იყო, რომელიც მარცხს Marca-სთან იხსენებს და დასძენს, რომ სცენარი უსამართლოდ წარიმართა.
“შეხვედრაში ბევრი შესასწავლი დეტალი იყო. ბოლოდან რომ დავიწყოთ, პირველ რიგში, მსაჯს შევცვლიდი.
მეორე დღეს თამაში განმეორებით 50-ე წუთიდან 82-მდე ვნახე. 0:3-ს ვაგებდით, თუმცა მატჩის შემოტრიალების საშუალება მოგვეცა და 1 გოლი გავიტანეთ, შემდეგ კავანის ერთი-ერთზე ჰქონდა შანსი, პლუს ანხელ დი მარიაზე მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა. სამაგიეროდ, ამის საშუალება ნეიმარს მისცა. ყურება სწორედ ამ მომენტში შევწყვიტე.
დავინახე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც იმ სეზონში ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდა, დაზიანებას მალავდა. ალბათ, ცვლილება უნდა გამომეყენებინა.
ასევე უნდა ვახსენო, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები მუდმივად ჩვენი კარის მისადგომებთან ეცემოდნენ. განსაკუთრებით სუარესი იქამდე ზემოქმედებდა მსაჯზე, სანამ თავის ხაფანგში არ შეიტყუა”, – აცხადებს ემერი.
იმავე ზაფხულში ხსენებული ლეგენდარული მატჩის საუკეთესოდ დასახელებული ნეიმარ ჟუნიორი სწორედ ემერის გუნდს შეუერთდა.
ამისმწყრები ისევ არ გაფრენილან? უნა იმკურნალოს
Ox es marti tan 8 marti
სუარესმა იმენა იკადრა ისე წაიქცა 😀 ნუ დი მარიაზე პენალტი 100% ით იყო თავისი წითელით. პროსტა რეალის ფანები როგორ ბედავენ ამაზე ლაპარაკს,ლიგა მაინც არ მოგვიგია მაგ წელს უსინდისოდ.
რა დღეშია ეს საწყალი😂😂😂😂 "პსგ" და ეს იდიოტი ვერასოდეს დაივიწყებენ ამ მარცხს!
სუარესის ეპიზოდზე პენალტი არ იყო, თუმცა მანამდე მსაჯმა აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დადო.
შეცდომები იყო მაგრამ ამის ეს არა ამართლებს იმას რაც მოხდა
ბებიაშენისამ რაა კონტაქტი იყო თან საყრდენ ფეხზე ნეიმარის ეპიზოდიც პენალტი იყო და ვაფშე გამოიძრეთ შენ და მთელმა პესეჟემ
პენალი მართლა არ დადო მასკე დიმარიაზე ევაღიაროთ გულრწფელად შეცდომები არუნდა დამალო მარა 4-0 დან გუნდმა 5გოლი ჩესნად დაუქაჩა და რაღი იღბალზეა საუბარი ცოტა კიდე თუარ გაგიმართლა ყველაფერში ისე არგამოვა