მილანის “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ასე მიიჩნევს “ბარსას” ყოფილი დირექტორი, არიედო ბრაიდა.
იტალიელმა Marca-სთან ინტერვიუში აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებული გარემოებები ახსნა:
“ლაუტარო “ბარსასთვის” ნამდვილად სასურველი პროფილის ფეხბურთელია. თუმცა, ახლა განსაკუთრებულ სიტუაციაში ვიმყოფებით.”
“სასურველია, რომ კლუბში სხვადასხვა რიცხვი და მაჩვენებელი გადავაფასოთ. პროგნოზირება რთულია. ტრანსფერის განსახორციელებლად, ფეხბურთელის ინტერესის გარდა, სხვა პირობების შესრულებაცაა საჭირო.”
ბრაიდა “ბარსელონაში” 2015 წლიდან მუშაობდა. მას კლუბის სპორტული დირექტორისა და სკაუტის პოზიციები ეკავა.
იტალიელმა დირექტორის თანამდებობა შარშან დატოვა, ის ერიკ აბიდალმა შეცვალა.
“ბარსელონა”, ზაფხულში, შემადგენლობის შესამჩნევად გაძლიერებას აპირებს. კლუბს სასურველი ტრანსფერების განსახორციელებლად რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობება მოუწევს.
ამას თუ ნამდვილად უნდა ბარსაში გადმოსვლა, უნდა გაიგოს რა ხდება მსოფლიოში და რეალურად გაიაზროს. ერთი წელი დარჩეს სადაც არის, პირობას რა თქმა უნდა მისცემს ბარსა. არაფრით არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და მორჩა, ინტერის ტრ-კის თამაში. 111 არაფრით არ ღირს ეს. თუ ყველაფერს ასე გააკეთებს 70-80 ად გადმოვა მომავალ წელს. ზუსტად სუარესის წასვლის დრო იქნება და პირდაპირ ძირითადში ჩაჯდება, სუა სკამზე. მე მგონი თუ პრეტენზია არ ექნება ხელფასზე დიდი დამსახურებისთვის უნდა დავტოვოთ ბარსაში.
111 მილიონკ გაურკვეველი პოზიციის იგროკში და დაბალი მაჩვენებელი გოლები რეალიზაციაში თქვენ ხომ არ აპარჭყალებთ არაფერში არ სჭირდება ეს ბარსას არაფერში