ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” “აიაქსის” მეკარის, ანდრე ონანას დაბრუნება სურს. კამერუნელი ამსტერდამელთა რიგებს “ბლაუგრანადან” 2015 წელს შეუერთდა.
მედიაში არსებულ ჭორებს თავად ფეხბურთელი ეხმაურება და ადასტურებს, რომ კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში სურს.
“აიაქსში” 5 წელი გავატარე, თუმცა დრო მოვიდა, ნაბიჯი გადავდგა. ამჟამად ზუსტად არ ვიცი, რა მოხდება, თუმცა ჩემს ამბიციებში დარწმუნებული ვარ.
“ბარსელონა”? კატალონიელთა პრეზიდენტთან და მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც ადრე ვთქვი, “ბარსა” ჩემი სახლია. თუ დაბრუნება მომიწევს, დავბრუნდები, მაგრამ ერთად შეყრისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ. “აიაქსის” მეკარე ვარ და ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა მოხდება”, – ციტირებს “ბლაუგრანას” აღზრდილი ტალანტის სიტყვებს Goal.
მოდი ანდრე თორე გერმანელს ფაშისტური მადა გაეხსნა თითქოს ყველაზე სტაბილურია მსოფლიოში, შენ კიდე ყოფილი ლამასიელი ხარ და გუნდის ატმოსფერო იცი.
მაგარი მეკარეა მარა თასებისთვის ცოდო. თან წაუვალდესებს ხანდახან
კარგი მეკარეა მაგრამ ტერ შტეგენი უკეთესია, არ მინდა იყიდონ და სკამზე დასვან. ჩელსიმ კეპა თუ მოიშორა სჯობს იქ წავიდეს, ან ბაიერნში ნოიეემა თუ არ გაახანგრძლივა კონტრაქტი.