მოგეხსენებათ დღეს, თბილისის დროით 21 საათზე, კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ესპანიოლს” მიიღებს. ამ მატჩისთვის კი დღეს შუადღეს პეპ გვარდიოლას 22–მა ფეხბურთელმა ივარჯიშა…
დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის გასამართად პეპ გვარდიოლას 22–მა ფეხბურთელმა ბოლო შეკრება გამართა. ვარჯიშზე “ბლაუგრანას” 22 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის ტიაგო ალკანტარა და მარკ ბარტრა. არგენტინელი “ტრავმაშეჩვეული” მცველი, გაბი მილიტო კი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას განაგრძობს.
ვარჯიშს შემდეგ ფეხბურთელებს ლანჩი ქონდათ, ამის შემდეგ კი ისინი თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, სადაც მცირე დასვენების შემდეგ დერბიში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.