workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი: “ბარსელონას” გაწვრთნა ჩემი ოცნება იყო

რონალდ კუმანი: “ბარსელონას” გაწვრთნა ჩემი ოცნება იყო

Sport-თან ინტერვიუში, ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.  

“როცა სამწვრთნელო კარიერა დავიწყე, ორი ოცნება მქონდა: ჰოლანდიის ნაკრებსა და “ბარსელონაში” მემუშავა. ნაკრებისთვის ჩემი თავდადება იგივე რჩება, შემიძლია, ვთქვა, რომ აქ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატამდე მაინც დავრჩები. შემდეგ, შეიძლება, “ბარსელონა” გავწვრთნა. ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. 

“ბარსას” მწვრთნელი ჰყავს და ის კარგად მუშაობს. რაც შემეხება მე – მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დრო გვაჩვენებს. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ყველაფერი სწრაფად იცვლება. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი”. – თქვა კუმანმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • LBJ23 LM10
    schedule 29 აპრ 2020, 14:05

    ან ეს ან ხავი,პეპი არ დაბრუნდება თორე ყველაზე კაი ვარიანტია

  • ნელსონ სემედუ
    schedule 28 აპრ 2020, 21:12

    ეჰჰ ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ ყოფილიყო მოვიდოდა ევროპის ჩემპიონატის მერე ამ ზაფხულს, მარა იქით წელს ჩავის დროც მოდის ამიტომ ძნელი წარმოსადგენია აწი ამის მოსვლა