იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში ერთმანეთს ”რომა” და ”მილანი” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ამ ფრის შედეგად ”მილანმა” იტალიის ჩემპიონობა გაინაღდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ”ინტერს”, რომელსაც სათამაშო დარჩა 3 მატჩი. ”მილანსა” და ”ინტერს” შორის გამართული ორივე მატჩი წელს როსონერის გამარჯვებით დასრულდა.
ეს სკუდეტო მე-18 გახდა ”მილანის” ისტორიაში. უკანასკნელად როსონერიმ იტალიის ჩემპიონატი 2003/04 წლების სეზონში მოიპოვა.
”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მერვედ მოიგო საკუთარ გუნდთან ერთად ნაციონალური ჩემპიონატი.
2003/04 – ჰოლანდიის ჩემპიონი ”აიაქსის” შემადგენლობაში
2004/05 – იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსის” შემადგენლობაში
2005/06 – იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსის” შემადგენლობაში
2006/07 – იტალიის ჩემპიონი ”ინტერის” შემადგენლობაში
2007/08 – იტალიის ჩემპიონი ”ინტერის” შემადგენლობაში
2008/09 – იტალიის ჩემპიონი ”ინტერსი” შემადგენლობაში
2009/10 – ესპანეთის ჩემპიონი ”ბარსელონას” შემადგენლობაში
2010/11 – იტალიის ჩემპიონი ”მილანის” შემადგენლობაში



