workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუს “ვალენსიაში” დაბრუნება სურს

ნეტუს “ვალენსიაში” დაბრუნება სურს

“ბარსელონას” ბრაზილიელ მეკარეს, ნეტუს, მის ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა. ამ ინფორმაციას ვალენსიური Superdeporte ავრცელებს.

კატალონიურმა კლუბმა ნეტუ გასული წლის ზაფხულში დაიმატა. “ბლაუგრანამ” “ვალენსიას” 30 წლის კარის დარაჯში 26 მილიონი და ბონუსებით გათვალისწინებული 9 მილიონი ევრო გადაუხადა, იასპერ სილესენი კი იმავე კლუბში 35 მილიონად გაუშვა.

წყაროს ცნობით, “ღამურების” ყოფილი კიპერის დაბრუნებას კლუბის სპორტული დირექტორი სეზარ სანჩესიც ისურვებდა, რადგან სილესენმა იმედები ვერ გაამართლა.

ნეტუმ მიმდინარე სეზონში, ტრავმებისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესანიშნავი ფორმის გამო, მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • king artthur
    schedule 25 აპრ 2020, 21:47
    #2

    დაგვიბრუნონ სილესენი და არაა პრობლემა

  • M10 S9 D11
    schedule 25 აპრ 2020, 19:44
    #1

    და რას ყიდულობდნენ მაშინ?