“ბარსელონას” ბრაზილიელ ნახევარმცველს, არტურ მელოს, როგორც ჩანს, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ექნება. Mundo Deportivo-ს ცნობით, მის მსურველთა რიგს “იუვენტუსიც” შეუერთდა.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის შეძენით ტურინელთა თავკაცი, მაურიციო სარი, არის დაინტერესებული. “იუვენტუსი”, შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, “ბარსელონასთვის” ფეხბურთელთა გაცვლის შეთავაზებას აპირებს.
RAC1-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, არტურისა და მირალემ პიანიჩის ბარტერი ვიხილოთ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, “ბარსელონამ” ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი 30 წლის ბოსნიელისთვის დათმოს.
კატალონიელთა ინტერესთა სფეროში “იუვეს” რამდენიმე ფეხბურთელია. მათ შორის როდრიგო ბენტანკური, ფედერიკო ბერნარდესკი, მატია დე შილიო, მერიჰ დემირალი და მატიას დე ლიხტი, რომელმაც გასულ ზაფხულში “კამპ ნოუს” ნაცვლად, იტალიაში თამაში არჩია. თუმცა პირველ სეზონში 20 წლის ჰოლანდიელი გაცემულ ავანსს ვერ ამართლებს.
“იუვენტუსმა” მოლაპარაკების პროცესში არტურს განუცხადა, სარის აზრით, იგი გუნდის სათამაშო სტილს კარგად მოერგება. აგრეთვე, ბრაზილიელისთვის, შესაძლოა, მიმზიდველი აღმოჩნდეს ის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც იტალიაში მოქმედებს. კერძოდ, თუ კატალონიაში საშემოსავლო გადასახადი უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულებს ანაზღაურების 48%-ს უქვითავს, იტალიაში მხოლოდ 10%-ია.
გავრცელებული ინფორმაციით, არტურის მიმართ ინტერესს, აგრეთვე, “ტოტენჰემი” და “ინტერი” გამოხატავენ.
ესპანეთის საგადასახადო ფეხბურთელებს პარსავს. იმიტომაა მერე ყველას სასამართლოში აქვს საქმე. 100 ევროდან 48 საგადასახადოს მიაქვს მუქთი ფული.
უცებ რო მიაყიდონ. ვაფშე არ გამიკვირდება
მომავალი ბარსელონას ძირითადის წევრი უნდა იყოს ამაზე დეინგზე უნდა იდგეს ნახევარდაცვა და გაშვებაზეა ლაპარაკი…
Amis gacval undat beber pianichshi Ravi dzan bevris dawera minda am bartomeoze da kide im xalxze vinc amyvelafers etaxmeba magram nervebi armyofnis 😖
100 მილიონი და დე ლიხტი დაამატეთ პიანიჩს და თქვენია
ამის გაყიდვა როგორ შეიძლება ტოო, პიანიჩზეა საუბარი და გაიკეთოს იუვემ უკან, ბებერი პიანიჩი ვის რად უნდა რეგრესს განიცდის რაც დრო გადის და იმაზე მეტს ვერ გააკეთებს რაცაა, აი არტური კი ამ ეტაპზეც ჯობია ბარსას სტილში და ფილოსოფიაში იდეალურად ჯდება პლიუს ახალგაზრდაა და კიდე უფრო განვითარდება.
არც კი გაიფიქროთ ამის გაშვება თქვე იდიოტებო ხავის მერე ესეთი სტილის ნახევარ მცველი სანატრელი გვყავდა