workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარი ლინეკერის 5 სიმართლე ლეო მესის შეუდარებლობაზე

გარი ლინეკერის 5 სიმართლე ლეო მესის შეუდარებლობაზე

Match of the Day-ს ექსპერტი და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი, ლეო მესის სიდიადეს აღიარებს და ამას არც მალავს. მოდით, გავიხსენოთ, 5 ყველაზე გამოსარჩევი მომენტი, სადაც მან არგენტინელის საუკეთესოობაზე ისაუბრა.

რატომ არის უსამართლობა მესის მარადონასთან შედარება?

ინგლისელი, საფეხბურთო კარიერის დროს, მარადონას არაერთხელ შეხვედრია, თუმცა არ სჯეროდა, რომ მასზე დიდ გენიოსს კიდევ მოესწრებოდა.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დიეგოზე უკეთეს ფეხბურთელს ვნახავდი,” – ამბობს ინგლისელი Talksport-თან ინტერვიუში, “მარადონა იყო დაუჯერებელი, მე მისით აღფრთოვანებული ვიყავი, ისევე, როგორც ყველა მისი მომსწრე.”

“მესი ყველაფერს იმაზე უკეთესად ასრულებს, ვიდრე მარადონა აკეთებდა. მისი  გოლების საშუალო მაჩვენებელი თითოეულ მატჩში ერთს უტოლდება, დიეგოსი კი საშუალოდ ორში ერთი იყო, რაც დღესდღეობით ასევე შთამბეჭდავი შედეგია. ახლა ასეთი სტატისტიკის დაფიქსირება უფრო მარტივია.”

“მაგრამ, ამასთანავე, მესი არის საუკეთესო დრიბლიორი და მეპასე, ვინც კი მინახავს,” – დაამატა მან, “დიეგო ორივე ასპექტში დიდებული იყო, თუმცა, განსხვავება ის პერიოდია, რა დროის განმავლობაშიც მესი ამას ახერხებდა. მთელი 15 წელი.”

ხუმრობა მესის ყველა დროის საუკეთესოობაზე (G.O.A.T)

წინა ზაფხულში ლინეკერმა ცხვრების ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით, “მესი თავის ოჯახთან ერთად დავინახე”.

პირს მორგანის მხრიდან 2019 წლის “ოქროს ბურთის” პროტესტზე პასუხი

პირს მორგანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2019 წლის “ოქროს ბურთის” რეიტინგში კრიშტიანუს მესამე ადგილზე გასვლას აპროტესტებდა.

“2019 წელს ერთმა ფეხბურთელმა მოიგო 2 საკლუბო, 1 სანაკრებო ტიტული, & გახდა პირველი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გამარჯვება მოიპოვა და 125 გოლი გაიტანა. პირველი მოქმედი ფეხბურთელი, რომელმაც 700 გოლი გაიტანა და მოიგო სერია ა, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა. ფაქტი: ის არ იყო ლიონელ მესი, რომელმაც ახლახანს მოიგო “ოქროს ბურთი”, – დაწერა მან საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე.

გარი ლინეკერმა კი ის შემდეგნაირად გააჩუმა:

“როგორც არ უნდა გააგრძელო, რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რიცხვები, რომლებსაც მესი აფიქსირებს, უბრალოდ აღმატებულია. წინა სეზონში დუბლი მანაც შეასრულა. რადგანაც რონალდუსთან ინტერვიუ ჩაწერე, არ ნიშნავს, რომ საუკეთესოა.”

არ აქვს მნიშვნელობაა ვინ წვრთნის “ბარსას”, თამაშებს იგებს მესი

მას შემდეგ, რაც “ბარსამ”, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრაში, “გრანადა” “კამპ ნოუზე”, ლეო მესის ერთადერთი გოლის წყალობით, დაამარცხა, ლინეკერმა “ტვიტერზე” დაწერა: “სეტიენის სტარტი ბარსელონაში გამარჯვებით დასრულდა. ახალი მწვრთნელი, ახალი სტილი, ახალი ერა “კამპ ნოუზე”. იგივე მატჩის გმირი, ლეო მესი, თავისთავად.”

მესისა და კრიშტიანუს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი

ლინეკერი მესისა და რონალდუს შორის შედარებაზე დებატებს არასდროს გაურბოდა. მათი განმასხვავებელი ნიშანი ყველაზე ბრძნულად სწორედ მან ახსნა:

“მესი თუ რონალდუ? მესი. შენ შეიძლება ორივეს აღიარებდე და აღმერთებდე, თუმცა ისინი განსხვავებულები არიან.”

“რონალდუ არის ათლეტი. ის მიზანდასახულია და თამაში იდეალურად გამოსდის. ის თავით ყველაზე კარგად თამაშობს მათ შორის, ვინც მინახავს და არის საუკეთესო გოლების გამტანი. მაგრამ მესიც საუკეთესოა გოლების გატანაში, ამასთანავე ის არის საუკეთესო მეპასე და დრიბლიორი, ვის თამაშსაც მოვსწრებივარ.”

“როდესაც მე რონალდუს ვუყურებ, მას ვაღიარებ. ხოლო როცა მესის – ის მე სიამოვნებას მანიჭებს, სწორედ ესაა განსხვავება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Albicelecte
    schedule 18 აპრ 2020, 14:30
    #3

    გარი ლინეკერი მოედანზე იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინტელიგენტი ფეხბურთელი, ნამდვილი ჯენტლმენი
    კარიერა ყვითელი ბარათის გარეშე დაასრულა და ინგლისის ნაკრებს 2018 წლამდე თუკი მუნდიალზე ეთადერთი დამსახურებული მცირე მედალი ჰქონდა (ბახრამოვის თასს არ ვგულისხმობ) ეგეც მაგისი დამსახურებით
    მართალი კაცია და ყველა მაგის სიტყვაში მიუკერძოებლობა იგრძნობა, ამავე დროს ემოციაც გულწრფელი აქვს

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 12:09
    #2

    გამოჰა მერე ვიღაც ჭიჭიკო რონალდოს მსუნავი და დაგიწყებს კამათს

  • nika 54
    schedule 18 აპრ 2020, 09:15
    #1

    რა უნდა თქვა მეტი, ჰალამადრიდზზეც კი რო შევდივარ გონიერები არ მალავენ რო მესი საუკეთესოა. და ამატებენ მიუხედავად იმისა რომ ნერვები დაგაწყვიტაო.