23 აპრილს, Rakuten Tv-ის ეთერში, შედგება დოკუმენტური ფილმის პრემიერა, სახელწოდებით – “El Heroe Inesperado” (მოულოდნელი გმირი). ფილმი ანდრეს ინიესტას შესახებ მოგვითხრობს.
მოვისმენთ ინტერვიუებს: მესისთან, ნეიმართან, სუარესთან, ჩავისთან და პეპ გვარდიოლასთან. ფილმის სცენარზე ჟურნალისტმა მარკოს ლოპესმა იმუშავა. ანდრეს ინიესტას ბიოგრაფიული წიგნის ავტორიც, სწორედ მარკოს ლოპესი გახლავთ.
მანამდე კი შეგიძლიათ, ფილმის თრეილერი ნახოთ.
უეჭველი უნდა შევხედო ლეგენდა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი