“ტოტენჰემის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ლონდონური კლუბის ინგლისელი ვარსკვლავის, ჰარი კეინის “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ ესპანურმა გრანდებმა 26 წლის შემტევის შეძენის სურვილი გამოთქვეს.
“ჰარი კეინი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ის პრემიერ ლიგაში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. ვფიქრობ, ინგლისის ჩემპიონატში მასზე უკეთესი არავინაა.
რა თქმა უნდა, კეინი მესი ან რონალდუ არაა, მაგრამ ის საუკეთესო ცენტრალური შემტევია.
თუ ჰარი “ბარსელონასგან” ან “რეალისგან” შემოთავაზებებს მიიღებს, ერთხელაც მან, შესაძლოა, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოისურვოს”, – ციტირებს რედნაპის სიტყვებს talkSPORT.
სუარესი?
მე ამას ფირმინოც მირჩევნია,აგუეროც და ობამეიანგიც.
რა კეინიიი :დ
მკლავზე რაუკეთია მაგ ქინძს?! დავაი დაახვიოს …
ტოტენჰემს თავისი ფინანსური პრობლემების მოგვარება ამის გაყიდვით უნდა. 200 მილიონ ფუნტს აფასებს, ევროში ეს 200-ზე მეტია და ვინ გადაიხდის ამდენს, მითუმეტეს კორონას მერე.
აი ეს აქ არ მოიყვანოთ