workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შაკირამ კონცერტზე გამოაცხადა “ბარსელონას” წარმატება

შაკირამ კონცერტზე გამოაცხადა “ბარსელონას” წარმატება

მოგეხსენებათ, კოლუმბიელ მომღერალს, შაკირასა და კატალონიელ ფეხბურთელს, ხერარდ პიკეს, რომანი აქვთ. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩის დროს, შაკირას მილანში კონცერტი ჰქონდა. სწორედ ამ დროს გაიტანა პედრო როდრიგესმა კასილიასის კარში გოლი, რაზეც შაკირამ შეწყვიტა სიტყვა და გამოაცხადა ამ გოლის შესახებ.

 

“ბარსელონამ” ახალახანს გოლი გაუტანა მადრიდის “რეალს”. განაცხადა კოლუმბიელმა მომღერალმა პირდაპირ სცენაზე, როდესაც შეიტყო, რომ 54–ე წუთზე პედრო როდრიგესმა ანგარიში გახსნა და შეარხია მეტოქის კარის ბადე.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო დონის მომღერალმა არ გამოაცხადა მარსელო ჟუნიორის მიერ გატანილი გოლის შესახებ, რომელმაც ზუსტად 10 წუთში უპასუხა პედროს დარტყმულს. კოლუმბიელმა საჭიროდ არ ჩათვალა ესეც გაეხმაურებინა სცენიდან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward