Sky Germany-ს ინფორმაციით, გერმანელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო. კაი ჰავერცს ბუნდესლიგაში დარჩენა და მიუნხენის “ბაიერნში” თამაში სურს.
ამასთანავე, “ლევერკუზენის” ბოსი, პიტერ ბოში, ადასტურებს, რომ “ბაიარენაზე” მისი შენარჩუნება ურთულესი იქნება.
Daily Star-ზე სწორედ მის სიტყვებს ვკითხულობთ: გერმანიაში მას ყველა ახალგაზრდა ტალანტად მიიჩნევს. ჩვენ მისი მეგობარი, იულიან ბრანდტი, გასულ ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსიაში” გავყიდეთ.”
“ჰავერცის თამაში კიდევ უფრო თვალისმომჭრელი ზამთრის შესვენების შემდეგ გახდა, მანამდე ის საჯარიმოდან საკმაოდ შორს თამაშობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ასე აღარაა.”
“მისი გოლებისა და ასისტების რაოდენობა წარმოუდგენლად გაიზარდა. ჩვენ მის შენარჩუნებას ვეღარ შევძლებთ, ზაფხულში 100 მილიონ ევროიანი ტრანსფერი შედგება.”
გერმანული სატელევიზიო არხის Sport1-ის მიხედვით, “ბაიერნი”, პსჟ, “ლივერპული” და “ბარსა” მისით დაინტერესებულნი იყვნენ.
გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
როგორც ხდება ბაიერნი ამომავალ გერმანელ ვარსკვლავებს არავის გაატანს, გამონაკლისი კროოსი იყო ეგონათ არ წავიდოდა ხელფასი არ მოუმატეს და კი წავიდა მარა რა წააგო რო ? ჰავერცი მაგარი ბიჭია მომავალია გერმანული და არამარტო გერმანული მსოფლიო ფეხბურთის.
ისე გერმანიაში ბაიერნი ჭამს ყველას და ყველაფერს, გერმანელი ხარ და ნაკრების ძირითადი გინდა? წადი ბაიერნში.
ბაიერნის დირექტორმა არ თქვა? თუ ნოიერი არ იქნება გერმანიის პირველი მეკარე, არცერთ სხვა გერმენელს არ გამოვუშვებ ნაკრებშიო?
მესის რომ წავა მერე მივხვდებით ასეთი მახევარმცველი რომ გვჭირდება
ზუსტად ასეთი ნახევარმცველი გვჭირდება
ეს ფორვარდების უკან მოთამაშე ფეხბურთელია ეგრედწოდებულ 10 ნომერზე და ძალიან ბევრი კლუბი მსგავს მოთამაშეს არც იყენებს.იგივე კოუტინიო.ამას ვერც ფლანგზე ათამაშებ ვერც ცენტრში )
არადა კარგი იგროკია დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში