workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალისთვის კონტრაქტის გაფორმება გარდაუვალია

აბიდალისთვის კონტრაქტის გაფორმება გარდაუვალია

“Ona FM”–მ ხუთშაბათის გადმოცემაში განაცხადა, რომ “ბარსელონა” ფრანგ ლეგიონერს, ერიკ აბიდალს, უახლოეს მომავალში გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს. მანამდე კი ერიკი სრულიად განიკურნება იმ დაავადებისგან, რომელმაც 3 კვირა დაასვენა იგი. მისი გამოჯანმრთელება წარმატებულად მიმდინარეობს, ამიტომაც მომავალი 1 კვირის განმავლობაში წარიმართება მოლაპარაკებები კატალონიურ კლუბსა და ერიკის აგენტს შორის. სავარაუდოდ ყველაფერი გადაწყდება მაისის მიწურულს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ერიკ აბიდალი “უეფას” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მოაწერს დოკუმენტებს ხელს. კონტრაქტის დეტალებში ჯერ კიდევ შესწავლას ექვემდებარება და სავარაუდოდ საუბარია 2 წლიან გახანგრძლივებაზე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ერიკს სათამაშო დროის უკმარისობა არ ექნება ორი წლის შემდეგაც, თუ რა თქმა უნდა ტრავმა არ მიიღო.

 

მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში