workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “მესი ფანტასტიურია”

ვენგერი: “მესი ფანტასტიურია”

ლონდონის “არსენალის” ფრანგმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა, უსაფუძვლო უწოდა ჟოზე მოურინიოს სიტყვებს იმასთან დაკავშრებით, რომ მსაჯები “ბარსელონას” ემხრობიან. მოგვიანებით მან ისაუბრა არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე, რომლის თამაშითაც, ამ სეზონში, აღფრთოვანებულია.

 

“მე მართალია არ მინახავს სხვა ფეხბურთელები, მაგრამ ვიტყვი, რომ ის არის: მშვიდი, ფეხბურთისთვის შექმნილი და ბედნიერი, რადგან გუნდს ეხმარება საკუთარი გოლებით. თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ აგრესიულ მესის, მაშინაც კი, როდესაც ფეხებში მთელი მატჩის განმავლობაში ურტყამენ. როდესაც უყურებ მის შედეგებს, უბრალოდ ქედს იხრი და ამბობ, რომ ლეო “ფანტასტიურია”. ფეხბურთელმა თანამედროვე ფეხბურთში 50 გოლზე მეტი გაიტანა და გააკეთა 25 საგოლე გადაცემა. როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი, რაოდენ რთულია დღეს გოლის გატანა, უბრალოდ იტყვი, რომ ის ყველასაგან გამორჩეულია”. დაასრულა არსენ ვენგერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward