workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” ნეიმარისა და ლაუტაროს ალტერნატივას “ბაიერნში” მიაგნო

“ბარსამ” ნეიმარისა და ლაუტაროს ალტერნატივას “ბაიერნში” მიაგნო

“ბარსელონამ” უკვე დაიწყო მუშაობა იმ ფეხბურთელებზე, რომლების შეძენასაც კლუბი ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერების ჩაშლის შემთხვევაში გადაწყვეტს.

ცნობილია, რომ ბრაზილიელი და არგენტინელი შემტევების ტრანსფერები “ბლაუგრანას” პრიორიტეტია, თუმცა კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ფინანსური ზარალის გამო, დიდი შანსია, “ბარსამ” ორივე ეს ფეხბურთელი ვერ დაიმატოს.

Sport-ის ცნობით, სამხრეთ ამერიკელების ერთ-ერთ ალტერნატივად მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი კინგსლი კომანი განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, ფრანგმა უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება მოახერხა. კომანს, “პარი სენ-ჟერმენის”, “იუვენტუსისა” და “ბაიერნის” შემადგენლობაში, 16 ტიტული აქვს მოგებული. მათ შორისაა საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონობა. 2015/16 წლების სეზონში, კომანმა, ჩემპიონთა ლიგაზე, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, “ბაიერნი” მას დაახლოებით 60 მილიონ ევროდ შეელევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • B.A.r.c.A
    schedule 12 აპრ 2020, 18:04
    #3

    Kidev erti xeibari "prangi"

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2020, 17:53
    #2

    რა კომანი თქვენ ხომ არ უბერავთ საჩო როცა არსებობს იქ კომანი რატო უნდა იყოს ალტერნატივა

  • altuna
    schedule 12 აპრ 2020, 16:14
    #1

    კომანი კი კაია მარა ძაან ტრავმიანია კიდე ერთი დემბელე არ გვინდა არანაირად 😶🤔🤔