workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერსონი: “ბარსაში” სათამაშოდ მზად ვარ

ემერსონი: “ბარსაში” სათამაშოდ მზად ვარ

“ბარსელონადან” “ბეტისში” იჯარის წესით გადასული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, ემერსონი, As-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ “კამპ ნოუზე” დასაბრუნებლად მზად არის.

“ბარსელონაში” სათამაშოდ მზად ვარ. ოთხი კუმირი მყავს: დანი ალვეში, კაფუ, რობერტო კარლოსი და მარსელო. ზოგიერთი ადამიანი ჩემი და ალვეშის კარიერას ადარებს. დიახ, მსგავსება არის. მეც მინდა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” ერთად ვითამაშო და მოვიგო რაც შეიძლება მეტი ტიტული.”

კითხვაზე, დაუკავშირდნენ თუ არა მას უკვე “ბარსელონადან”, ემერსონმა უპასუხა:

“არა, თუმცა ეს არ მაღელვებს. მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ. თუ შენი გონება სხვაგანაა, მაშინ საკუთარი კლუბისთვის კარგად თამაშს ვერ შეძლებ. ახლა “ბეტისში” ვარ და ლა ლიგის, გუნდელებისა და ქალაქისგან სიამოვნებას ვიღებ. ბედნიერი ვიქნები, მიუხედავად იმისა, რამდენიმე თვეში, “ბეტისიდან” წასვლა მომიწევს თუ დარჩენა.

მე საერთოდ არ მეშინია. “ბარსაში” თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელებით, მაგალითად, რონალდინიო და დანი ალვეში. ასევე, მესისა და აბიდალი თამაშიც მომწონდა.”

ემერსონს, აგრეთვე, ჟუნიორ ფირპოს შესახებაც ჰკითხეს.

“ჟუნიორი “ბარსელონაში” მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც გადავიდა, ამიტომ საჭიროა მოთმინება. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს. თუ იგი სათამაშო წუთებს მიიღებს, ვფიქრობ, თავს კარგად წარმოაჩენს.”

შარშან, 21 წლის ემერსონზე უფლებები “ატლეტიკო მინეიროსგან” “ბარსელონამ” და “ბეტისმა” ერთობლივად შეისყიდეს. “ბეტისში” მის იჯარას მოქმედების ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2020, 20:35
    #3

    აი ეს მართლა ჭირდება გუნდს და სემედოს ახეხინებს სკამს მაგარი იგროკია.

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2020, 17:52
    #2

    კარგი კონკურენტი ეყოლება სემედუს

  • me da barca
    schedule 12 აპრ 2020, 16:42
    #1

    რისთვის დასჭირდა ბარსას მოწილე ბეტისის სახით, არ იყო იმხელა თანხა, რომ ვერ გადაეხადა.