workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ იუნაიტედი” – ფილიპე კოუტინიოს კიდევ ერთი მსურველი

“მანჩესტერ იუნაიტედი” – ფილიპე კოუტინიოს კიდევ ერთი მსურველი

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, რომლის მომავალთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ამ შემთხვევაში საუბარი “მანჩესტერ იუნაიტედზეა”.

ცნობილია, რომ ამჟამად მიუნხენის “ბაიერნში” იჯარით მოთამაშე 27 წლის ფეხბურთელისთვის უკვე იბრძვიან პრემიერ ლიგის კლუბები – “ლესტერი”, “ჩელსი”, “არსენალი” და “ტოტენჰემი”. Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ კონკურენციას კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედიც” გაუწევს.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ზაფხულში შესყიდვებისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ასე რომ, გამორიცხული არაა, მანჩესტერელებმა გუნდი გააძლიერონ კოუტინიოთი, რომელშიც “ბარსელონა” 90 მილიონს ითხოვს.

ფილიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჟორაბჩანმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტი პრემიერ ლიგაში დაბრუნებით კმაყოფილი იქნებოდა, სადაც ბრაზილიელმა იმედები ყველაზე მეტად გაამართლა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2020, 20:44
    #4

    ბრუნოს რას შეუწყვილდებოდა, მე მაინც მგონია რო კიკემ უნდა დააბრუნოს და სცადოს ეგება აათამაშოს. იმხელა ფული ჩაყარეს ამაში და რა შედეგი ?? დემბელე იყო და იგივე ნუ ამასთან შედარებით ახალგაზრდაა და დრო წინ აქვს, ეს კიდე 27-28 წლის ასაკში კარიერის პიკში უნდა იყოს .

  • M10 S9 D11
    schedule 12 აპრ 2020, 14:44
    #3

    100 მილიონი დადონ და წაიყვანონ

  • nika 54
    schedule 12 აპრ 2020, 10:32
    #2

    ეხლა ბართომეუს ისე არ მოუვიდეს როგორც ანეკდოტშია.( რო ვერ ყიდიდა გლეხი ბებერ ძროხას და ძმაკაცმა რო უთხრა გაგაყიდინებო. მერ დაიწყო ყვირილი ახალგაზრდა, მაგარი მეწველი და ათასი რაღაცეები, ხოლო როცა ხალხი შემოესია, გლეხმა იფიქრა ეს რა მაგარი ძროხა მყოლია, აღარ ვყიდი მე თვითონ მჭირდებაო.) ხოდა ამ ბართომეუსაც არ აუვარდეს თავში ესეთი მოთხოვნილებაა ამ ბიჭზე რო აღარ ვყიდი, ჩვენ უფრო გვჭირდებაო.

  • me da barca
    schedule 12 აპრ 2020, 03:37
    #1

    მანჩესტერში არ გადავალო და აზრი?