პიცი: სუარესის გარეშე “ბარსელონა” შეიცვალა

პიცი: სუარესის გარეშე “ბარსელონა” შეიცვალა

“ბარსელონას” ყოფილი შემტევი ხუან ანტონიო პიცი მიიჩნევს, რომ კატალონიურ გუნდს ყველაზე მეტად ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი დააკლდა.

“სუარესის არა მხოლოდ მოედანზე არყოფნაა შესამჩნევი, არამედ, ვფიქრობ, მას ლიდერობის შესანიშნავი თვისებებიც აქვს. ლუისი თანაგუნდელებს ეხმარება. მასთან ერთად ფეხბურთელები, ძირითადად მესი, უკეთ გამოიყურებიან.

სამწუხაროდ, სუარესის ტრავმამ “ბლაუგრანას” საშუალება არ მისცა, შეენარჩუნებინა ის თამაშის სტილი, რომელსაც კატალონიელები მაშინ აჩვენებდნენ, როდესაც ურუგვაელი ჯანმრთელი იყო”, – ციტირებს პიცის სიტყვებს Marca.

ლუის სუარესს მუხლის დაზიანება ჰქონდა. მან ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. ივარაუდებოდა, რომ 33 წლის შემტევი 4 თვეს გამოტოვებდა, თუმცა “ელ პისტოლეროს” განაცხადებით, როდესაც ვარჯიშები განახლდება, ის გუნდთან ერთად მუშაობას შეძლებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    12 აპრ 2020, 10:55

    ხოდა როცა განაახლებს ვარჯიშებს, უკვე 4 თვე იქნება გასული, რაშია პრობლემა.

  • M10 S9 D11
    12 აპრ 2020, 01:27

    გვაკლია სუარესი