workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” 5 სამიზნე – ჭორები და ფასები

“ბარსელონას” 5 სამიზნე – ჭორები და ფასები

Tribuna გვთავაზობს ჭორებსა და სატრანსფერო ფასებს იმ 5 ფეხბურთელის შესახებ, რომელთა სახელებსაც პრესაში “ბარსელონას” ხშირად უკავშირებენ.

ნეიმარი

ჭორები:

  • “პარი სენ-ჟერმენი”, საბოლოოდ, “ბარსელონას” ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს დასთანხმდა.
  • პარიზელები მზად არიან, 28 წლის ბრაზილიელი შემტევის მომავალი კლუბისგან თანხა ეტაპორივად მიიღონ.
  • ნეიმარი პსჟ-ში დარჩენას აღარ აპირებს.

Transfermarkt-ის ფასი: 128 მილიონი ევრო.

ლაუტარო მარტინესი

ჭორები:

  • ლაუტარო “ბარსელონაში” მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ კატალონიური კლუბი მარტინესში მის გამოსასყიდ თანხას, 111 მილიონ ევროს გადაიხდის ან გარიგებაში 2 ფეხბურთელს ჩართავს.
  • “ბლაუგრანამ” ლაუტაროს წელიწადში 10 მილიონი ევრო შესთავაზა.
  • 22 წლის თავდამსხმელის აგენტმა, ალბერტო იაკემ მიანიშნა, რომ არგენტინელი შემტევი “ბარსაში” ლიონელ მესისთან ერთად თამაშს ისურვებდა.

Transfermarkt-ის ფასი: 64 მილიონი ევრო.

დაიო უპამეკანო

ჭორები:

  • 21 წლის ცენტრალურ მცველს ზაფხულში “ლაიფციგის” დატოვება სურს.
  • უპამეკანოს გამოსასყიდი თანხა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 80-დან 60 მილიონ ევრომდე შემცირდება.
  • ფრანგი ფეხბურთელის შეძენის სურვილს პირადად მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გამოთქვამს.

Transfermarkt-ის ფასი: 45 მილიონი ევრო.

ჯეიდონ სანჩო

ჭორები:

  • სანჩოს გარემოცვას სჯერა, რომ 20 წლის შემტევს ლა ლიგაში გადასვლით “ოქროს ბურთის” მოგების მეტი შანსი ექნება.
  • “ბარსელონას” ლეგენდა ჩავი ერნანდესი ინგლისელ ამომავალ ვარსკვლავს ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად ასახელებს, რომლის ხილვასაც კატალონიურ კლუბში ისურვებდა.
  • “დორტმუნდს” სანჩოსთან განშორება 120 მილიონ ევროზე ნაკლებად არ სურს.

Transfermarkt-ის ფასი: 117 მილიონი ევრო.

ფაბაინ რუისი

ჭორები:

  • 24 წლის ნახევარმცველით “ბარსელონა”, “ლივერპული” და “რეალი” ინტერესდებიან.
  • “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს, რომელიც რუისს “ბეტისში” ხელმძღვანელობდა, ესპანელი შუახაზელის გაწვრთნა ისევ სურს.
  • “ნაპოლი” გეგმავს, ფაბიან რუისთან ახალ კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 180 მილიონი ევრო გაწეროს.

Transfermarkt-ის ფასი: 48 მილიობი ევრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2020, 21:00
    #7

    უპამეკანო 60 მილიონად საჩუქარია იმ ფასებიდან გამომდინარე რაცაა ბაზარზე , ნუ ლაუტაროსაც თუ 60 გამოუშვებენ ჩართონ ვიდალი და 30 დაუმატონ სხვა არცერთი არ ღირს ამხელა ფასები რუისს 180 მილიონიო გაგიჟდება კაცი, ვანდებეეკი მინდა ცენტრში და დეიონგსაც მეტი სტიმული მიეცემა შეთამასების პრობლემაც არ აქვთ.

  • davidus2020
    schedule 12 აპრ 2020, 00:21
    #6

    მარტინეს მოიყვანს ვართო,თუ დარჩა პრეზიდენტად,სანჩო კარგია მაგრამ ვერ მოიყვანენ,ფული არ ეყოფათ,ნეიმარი ახალი საპნის ოპერა .

  • M10 S9 D11
    schedule 11 აპრ 2020, 23:49
    #5

    სანჩო და უპამეკანო 10 წლიანი პროექტია უნდა მოვიყვანოთ ორივე მარა ამათ მარტო ნეიმარი აინტერესებთ

  • Alien messi
    schedule 11 აპრ 2020, 22:46
    #4

    სანჩო უპამეკანო და მორჩა. მეტი არავინაა საჭირო

  • Kortes
    schedule 11 აპრ 2020, 21:01
    #3

    Tolisos yidiano da daitron magra mevaseba bayrnamdec mindoda eg barsashi raketas tu ushveben eg moiyvanon

  • Iniesta_8
    schedule 11 აპრ 2020, 20:57
    #2

    აქედან უპამენკო და სანჩო საუკეთესო ვარიანტებია, ნეიმარი კი ჯობია ყველას მარა უკვე 28 წლისაა და თან ტრავმებისკენ მიდრეკილი, + გუნდიდან ცუდად წავიდა რაც გუნდს ტიტულების დაკარგვად დაუჯდა,ეგ რო გვყოლოდა 1 ლიგას მაინც მოიგებდნენ

  • Berlinetta♥
    schedule 11 აპრ 2020, 20:57
    #1

    სანჩო მარცხნივაც დგება მაგრამ აშკარად მარჯვნივ ურჩევნია, ნუ ისეთ დონეზე თამაშობს მარცხნივაც პროდუქტიული იქნება, მომავალში უმაღლეს დონეზე თუ ვინმე იდგება ერთერთი სანჩოა … რეალს იმდენი ახლაგაზრდა და ნიჭიერი ბიჭი ყავს, მაინც ხალიჩობენ კიდევ,,, სანჩო, უპამეკანო, ტონალი, კამავინგა, ჰავერცი, აუარი , რამდენი ახალგაზრდა ბიჭია და ესენი 28 წლის ნეიმარით, პედროთი, ტიაგო სილვათი , ვილიანით ინტერესდებიან , კოშმარია ეს ორდღიანი პროექტები