workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესუთ იოზილი: “ბარსელონა” ჩემი ფავორიტი კლუბია

მესუთ იოზილი: “ბარსელონა” ჩემი ფავორიტი კლუბია

“არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი აცხადებს, რომ დაახლოებით 10 წლის წინ “ბარსელონაში” გადასვლა შეეძლო.

“2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩემი შეძენა “რეალს”, “ბარსელონას”, “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უნდოდათ.

მსურდა, “ბარსაში” გადავსულიყავი, რადგან ის ჩემი ფავორიტი კლუბია. არც ერთი სხვა გუნდი არ თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, როგორსაც “ბლაუგრანა”.

თუმცა, გვარდიოლა ჩემით დიდად დაინტერესებული არ იყო. ამან გამაკვირვა, მაგრამ მითხრეს, რომ პეპს შვებულება ჰქონდა.

“ბარსელონას” თავკაცისგან განსხვავებით, მოურინიომ დამარწმუნა, რომ “რეალში” გადავსულიყავი. ჟოზე ძალიან კარგი ადამიანია”, – ციტირებს იოზილის სიტყვებს Marca.

წარმოშობით თურქი ფეხბურთელი მადრიდის “რეალს” 2010 წლის აგვისტოში 18 მილიონ ევროდ შეუერთდა. სამი წლის შემდეგ, 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ, გერმანელი ლონდონის “არსენალში” გადავიდა, სადაც დღემდე ასპარეზობს.

საერთო ჯამში, “ლოს ბლანკოსის” რიგებში, იოზილმა 159 მატჩში 27 გოლი გაიტანა, ხოლო “მეთოფეთა” შემადგენლობაში – 254 თამაშში 44 გოლი.

2010 წლის მუნდიალზე მესუთი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მან 7 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა, მისმა გერმანიამ კი მესამე ადგილი დაიკავა. როგორც მოგეხსენებათ, “ბუნდესნაკრების” სვლა ესპანეთის ნაკრებმა ნოიერის კარში კარლეს პუიოლის გოლით შეაჩერა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • FloweN
    schedule 11 აპრ 2020, 23:20
    #12

    სასწაული კლასი აქვს, მარა რად გინდა ჟილკა 0…

  • Don_Andresito
    schedule 11 აპრ 2020, 22:38
    #11

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: Don_Andresito
    ბარსაში ბევრქდ უკეთესი იქნებოდა. მაშინ ლეო იყო ცრუ 9 ნი. ვილია მარცხნივ და ეს რო მარჯვნივ დამსგარიყო პედროს ადგილზე, ხან ჩავიესტას შეცვლიდა და წარმოიდგინეთ მესის ინი ჩავი და ეს ერთად რო მოამარწგებდნენ პასებით 80 გოლზე ყოველ სეზონში ავიდოდა. ბევრი კარგი იგროკი დავკარგეთ ეგრე


    კაი რა თუ ძმა ხარ ისეთი სასტავში გვყავდა ამ ჩვარს ძირითადში რა უნდოდა მაქსიმუმ ზამენა, ასეთი უჟილკო ფეხბურთელი მეორე არ მინახავს


    რა სასტავი გვყავდა ერთი კაცურად ჩამოთვალე აბა? პედრო იყო ძირითადის უცვლელი კაცი, პედრი მაგარი კაცია დამევასება მარა კრეატივით და თვისებებით იოზილს არ შეადარო წარმოდგენა არ დამაკარგინო, გვარდიოლას დროს ხშირი როტაციები იყო და საკმარის სათამაშო დროს მიიღებდა,მერე დეტალურად მიწერია რა პოზიციაზეც ვხედავდი და მაგ პოზიციაზე პედროს გარდა არავინ გვყავდა. ბოიანი კიდე ყველაზე ზედმეტად აფასებული ტალანტი იყო, ანუ ტალანტიც არ იყო. იდეალურად ჩაჯდებოდა გუნდის სტილში და უჟილკო რო იყო ეგ არაფერს ნიშნავს, ჩავის ინის და მესის გვერდით სხვა ჟილკით ითამაშებდა. თუ არ ითამაშებდა კიდე აუდებდა გუნდიდან მარა მე 1 წლით სიამოვნებით ვნახავდი კარიერის პიკში მყოფ იოზილს გვარდიოლას ბარსაში და შენ თუ არ გინდა ნუ წარმოიდგენ კი არ გაძალებ 😀

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 11 აპრ 2020, 21:20
    #10

    როდესაც იოზილი ფორმაში იყო ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალა იქნებოდა

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 11 აპრ 2020, 19:30
    #9

    იოზილი არა, მაგრამ დი მარია ყოველთვის მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ფეხბურთელი იყო.

  • Iniesta_8
    schedule 11 აპრ 2020, 19:27
    #8

    ციტატა: Don_Andresito
    ბარსაში ბევრქდ უკეთესი იქნებოდა. მაშინ ლეო იყო ცრუ 9 ნი. ვილია მარცხნივ და ეს რო მარჯვნივ დამსგარიყო პედროს ადგილზე, ხან ჩავიესტას შეცვლიდა და წარმოიდგინეთ მესის ინი ჩავი და ეს ერთად რო მოამარწგებდნენ პასებით 80 გოლზე ყოველ სეზონში ავიდოდა. ბევრი კარგი იგროკი დავკარგეთ ეგრე


    კაი რა თუ ძმა ხარ ისეთი სასტავში გვყავდა ამ ჩვარს ძირითადში რა უნდოდა მაქსიმუმ ზამენა, ასეთი უჟილკო ფეხბურთელი მეორე არ მინახავს

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 11 აპრ 2020, 19:16
    #7

    რატო უნდა ეყიდა ეს ბარსას??? ამის ადგილი ძირითადში არ იყო.

  • B.A.r.c.A
    schedule 11 აპრ 2020, 18:00
    #6

    Amaze da iscoze damwyda guli barcashi ro ver itamashebs Mara Im dros konkurencias veravis gauwevda chemi azrit

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 11 აპრ 2020, 17:47
    #5

    ციტატა: Don_Andresito
    ბარსაში ბევრქდ უკეთესი იქნებოდა. მაშინ ლეო იყო ცრუ 9 ნი. ვილია მარცხნივ და ეს რო მარჯვნივ დამსგარიყო პედროს ადგილზე, ხან ჩავიესტას შეცვლიდა და წარმოიდგინეთ მესის ინი ჩავი და ეს ერთად რო მოამარწგებდნენ პასებით 80 გოლზე ყოველ სეზონში ავიდოდა. ბევრი კარგი იგროკი დავკარგეთ ეგრე


    მართლაც საოცარი პასები აქვს და ასევე, ამისი "ლუდოგორეცთან გატანილი გოლი ძალიან მიყვარს 😀

  • nika 54
    schedule 11 აპრ 2020, 17:46
    #4

    ""მოვა დრო, როდესაც შვილიშვიებს მოვუყვები, რომ ლიონელ მესის ვწვრთნიდი".
    ეგება აიღოთ მთავარი გვერდიდან ეს შვილიშვიები, სირცხვილია. ვის აწერინებთ ამ ტექსტებს სკოლის მოსწავლეებს?

  • Don_Andresito
    schedule 11 აპრ 2020, 17:44
    #3

    ბარსაში ბევრქდ უკეთესი იქნებოდა. მაშინ ლეო იყო ცრუ 9 ნი. ვილია მარცხნივ და ეს რო მარჯვნივ დამსგარიყო პედროს ადგილზე, ხან ჩავიესტას შეცვლიდა და წარმოიდგინეთ მესის ინი ჩავი და ეს ერთად რო მოამარწგებდნენ პასებით 80 გოლზე ყოველ სეზონში ავიდოდა. ბევრი კარგი იგროკი დავკარგეთ ეგრე

  • Andres_Iniesta
    schedule 11 აპრ 2020, 17:43
    #2

    2010 მართლა 1-1 საუკეთესო იყო, მაგრამ იმ ბარსაში შენი ადგილი არ იყო.

  • M10 S9 D11
    schedule 11 აპრ 2020, 17:42
    #1

    კიდე კაი არ გადმოხვედი