workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer
ოფიციალურად: ამხანაგური “ელ კლასიკო” აღარ ჩატარდება

ოფიციალურად: ამხანაგური “ელ კლასიკო” აღარ ჩატარდება

ყოველწლიური ამხანაგური ტურნირი, საერთაშორისო ჩემპიონთა თასი, რომელიც ზაფხულში იმართება, გაუქმებულია. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ერთი მხრივ, ტურნირის მასპინძელ აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობა და, მეორე მხრივ, გადატვირთული კალენდარია. კერძოდ, მიმდინარე სეზონის დასრულება ივნისი-ივლისი-აგვისტოს განმავლობაში იგეგმება.

ამ ტურნირის ეგიდით, ლას ვეგასში, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. Marca-ს ცნობით, კლუბებმა, დაახლოებით, 18 მილიონი ევრო იზარალეს.

ამხანაგური “ელ კლასიკო” საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 2017 წელს უკვე შედგა. მაშინ, “ბლაუგრანამ” მეტოქე 3-2 დაამარცხა. 

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward