“ბარსელონას” ყოფილი სკაუტი და სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის მილანის “ინტერში” გადასვლა გამორიცხულია.
რამდენიმე დღის წინ “ნერაძურის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მილანელებს მესის შეძენა შეუძლიათ. ამის შემდეგ პრესაში ლეოს “ინტერში” შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გაჟღერდა, თუმცა გუშინ ყველაფერი თავად არგენტინელმა ფეხბურთელმა უარყო. არიედო ბრაიდამ “ოქროს ბურთის” 6 გზის გამარჯვებულის “ბლაუგრანადან” წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს წარმოუდგენელია.
“ჩემთვის რთულია, მესი “ბარსელონასგან” შორს წარმოვიდგინო. ის მეფეა. ლეო კატალონიურ კლუბში ბავშვობიდან ირიცხება და მან თავი ყველას შეაყვარა. ჩემი აზრით, ასეთი ჭორები ნამდვილი უტოპიაა.
ცხოვრებაში, ისევე, როგორც ფეხბურთში, არასოდეს თქვა არასოდეს, თუმცა “ბლაუგრანადან” მისი შესაძლო წასვლის ვერანაირ მიზეზს ვერ ვპოულობ. მესი შესანიშნავი ადამიანი და ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის და “ბარსა” ერთმანეთს ბრწყინვალედ ეწყობიან.
მესის ხილვა სერია A-ში შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ არგენტინელი და კატალონიური გუნდი ერთი რაღაცაა”, – ციტირებს ბრაიდას სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
ნებისმიერი კულესთვის წარმოუდგენელია ეგ
დებრუინი მოიყვანონ ფაბიან რუის გადაუშენდა თავი სადაც დებრუინია იქ :დ. მაშინ მაინც აღარმოუწევს მესის ჩასვლა და ბურთის ამოტანა. ნახ დაცვაში დეიონგი არტური და დებრუიი სასწაული ტანდემი იქნება.