workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილიპე კოუტინიოს აგენტი: ყველაფერი შესაძლებელია

ფილიპე კოუტინიოს აგენტი: ყველაფერი შესაძლებელია

ამჟამად “ბაიერნში” იჯარით მყოფი ფილიპე კოუტინიოს აგენტი, კია ჟორაბჩიანი Sky Sports-თან დუმილს არღვევს.

“საიდუმლო არ არის, რომ “არსენალის” გულშემატკივარი ვარ. მიუხედავად ამისა, არ მაქვს უფლება, ვინმეს ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა ვაიძულო. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია.

საქმე პანდემიის შემდეგ “ბარსელონასა” და პრემიერ ლიგის გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული”, – აცხადებს კია.

აქამდე Sport-ი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კოუტინიოს გაშვება კლუბისათვის პრიორიტეტულია.

ბრაზილიელით “არსენალი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 10 აპრ 2020, 20:27
    #1

    100 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას ჯობია დავიტოვოთ