workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Transfermarkt-მა ფეხბურთელებს ახალი ფასები დაადო

Transfermarkt-მა ფეხბურთელებს ახალი ფასები დაადო

კორონავირუსის პანდემიის გამო Transfermarkt-მა ფეხბურთელებს ახალი ფასები დაადო. როგორც ხსენებული პლათფორმა იუწყება, 1988 წელს ან შემდეგ დაბადებულ მოთამაშეებს ღირებულების 10% დააკლდათ, დანარჩენებს კი – 20%.

შესაბამისად, “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 112 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე “ლა პულგა” 140 მილიონად იყო შეფასებული.

გთავაზობთ “ბლაუგრანას” სხვა ვარსკვლავების ამჟამინდელ ღირებულებას (ევროებში):

ანტუან გრიზმანი: ძველი – 120 მილიონი; ახალი – 96 მილიონი.

ლუის სუარესი: ძველი- 35 მილიონი; ახალი – 28 მილიონი.

უსმან დემბელე: ძველი – 70 მილიონი; ახალი – 56 მილიონი.

ანსუ ფატი: ძველი – 40 მილიონი; ახალი – 36 მილიონი.

ფილიპე კოუტინიო: ძველი – 70 მილიონი; ახალი – 56 მილიონი.

ჟერარ პიკე: ძველ – 25 მილიონი; ახალი – 20 მილიონი.

სერხიო ბუსკეტსი: ძველი – 35 მილიონი; ახალი – 28 მილიონი.

ივან რაკიტიჩი: ძველი – 25 მილიონი; ახალი – 20 მილიონი.

სამუელ უმტიტი: ძველი – 40 მილიონი; ახალი – 32 მილიონი.

ჟორდი ალბა: ძველი – 50 მილიონი; ახალი – 40 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კილიან მბაპეა, რომლის ფასიც 180 მილიონამდე დაეცა. ფრანგს მოყჰვებიან: რაჰიმ სტერლინგი (128), ნეიმარი (128), სადიო მანე (120), მოჰამედ სალაჰი (120), ჰარი კეინი (120), კევინ დე ბრუინი (120), ჯეიდონ სანჩო (117). 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    schedule 10 აპრ 2020, 15:50
    #8

    ციტატა: FloweN
    Coutinho – ს და Umtiti- ს 20% რატო დააკლდათ?🤨


    მაგათ თამაშშიც რეგრესი აქვთ ბოლო წლებში. ზატო ფატის სულ ცოტა დააკლდა. მარტო ბარსას კი არა ყველა გაცხრილეს

  • me da barca
    schedule 09 აპრ 2020, 01:45
    #7

    ბარსას ფეხბურთელებს ძველი ფასი დაუტოვონ.

  • Messiah
    schedule 08 აპრ 2020, 21:20
    #6

    მშვენიერია .. ასეც უნდა იყოს ფასები

  • getsby
    schedule 08 აპრ 2020, 21:16
    #5

    მემგონი მარტო ბარსას ფეხბურთელებს დააკლეს .დ

  • Msn91011
    schedule 08 აპრ 2020, 20:54
    #4

    მაგრად გამო*ლევდა ეს ტრანსფერმარკი😂😂😂

  • M10 S9 D11
    schedule 08 აპრ 2020, 19:37
    #3

    რა ფასებია ეს 😀

  • FloweN
    schedule 08 აპრ 2020, 19:02
    #2

    Coutinho – ს და Umtiti- ს 20% რატო დააკლდათ?🤨

  • Iniesta_8
    schedule 08 აპრ 2020, 18:59
    #1

    კოუტინიო და უმტიტი ცოტა მეტი უნდა ღირდნენ, დანარჩენი სწორია