workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერსონი “ბარსელონაში” სათამაშოდ მზად არის

ემერსონი “ბარსელონაში” სათამაშოდ მზად არის

ახალ სეზონში “ბარსელონა” დაცვის გაძლიერებას ეცდება. გუნდი, შესაძლოა, იმ ფეხბურთელით გაძლიერდეს, რომელიც უკვე მის საკუთრებაშია.

As-ის ინფორმაციით “ბარსას” ხელმძღვანელობა მოხიბლულია ემერსონის პროგრესით და მზად არის, მომდევნო სეზონში, მთავარი გუნდის კარი გაუღოს.

ემერსონთან კონტრაქტი 2019 წლის იანვარში გაფორმდა, რის მიხედვითაც ორი წლით უნდა დარჩენილიყო “ბეტისში”, ხელფასის ნახევარს კი სევილიელები გადაიხდიდნენ. ემერსონს ძალიან სურს “ბარსელონაში” თამაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩეს. ამ სეზონში კარგად გამოჩნდა, რომ ის უკვე მზად არის მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან კონკურენციისთვის.

ამჟამად კიკე სეტიენის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ნომინალური მარჯვენა მცველია, ნელსონ სემედუს სახით. არის შემთხვევები, როცა ამავე პოზიციაზე თამაშობს სერჟი რობერტოც, თუმცა, ემერსონის მოსვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, კლუბი პორტუგალიელმა დატოვოს.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Don_Andresito
    schedule 08 აპრ 2020, 16:01
    #3

    თუ სემედო უნდა წავიდეს არ გვინდა ჯერ დარჩეს ის ერთი წელიც. თუ არადა იყოს ორივე ვნახოთ ვინ მოიგებს კონკურენციას და წაგებული წავა. პროსტა რაფინია რა შუაშია ფოტოზე

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 აპრ 2020, 15:35
    #2

    უმაგრესი მცველია. სემედუს ამოგდების პერსპექტივაც გააჩნია

  • M10 S9 D11
    schedule 08 აპრ 2020, 15:11
    #1

    მოიყვანეთ კარგი ზამენის იგროკი იქნება და სემედუსაც არ მისცემს მოდუნების საშუალებას იმ პრახადნოი დვორა კიდე გაასხმევინეთ ან ნახევარ დაცვაში აწიეთ ეგება ის ძველი ფორმა დაიბრუნოს 2016 წელს რო ქონდა