workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“ბარსელონა” “რეალის” ტალანტით დაინტერესდა

“ბარსელონა” “რეალის” ტალანტით დაინტერესდა

“ბარსელონამ” თვალი მადრიდის “რეალის” 19 წლის შემტევ ნახევარმცველს, სეზარ ჟელაბერტს დაადგა. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

სეზარ ჟელაბერტი ამჟამად “ბლანკოსის” სარეზერვო გუნდში თამაშობს. მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა “ბარსელონა”, რომელიც ესპანელ მოთამაშეს 2015 წლიდან აკვირდება, იმ დროიდან, როდესაც ის ჯერ კიდევ “ერკულესში” ირიცხებოდა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ “რეალის” ამომავალი ვარსკვლავის შეძენის სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი”, “ლიონი”, “დორტმუნდი”, “სარაგოსა” და “ვალიადოლიდიც” გამოთქვამენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნიჭიერი შუახაზელისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონური კლუბია.

სეზარ ჟელაბერტს მადრიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება. “თეთრები” ესპანელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ჩქარობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • geobcn33
    schedule 08 აპრ 2020, 07:17
    #4

    არა ისე დაკვირვება მაგრად ვიცით რა😂😂😂😂

  • Don_Andresito
    schedule 08 აპრ 2020, 03:28
    #3

    სულ რო ნაგავი იყოს ნა პრინციპ არ მოგცემს პერესი. ვაი და ოდესმე დადგა ეტოოსავით კაი იგროკი სულ იმას იტყვიან პერესმა დაკარგაო და ჩმორთუმეუსგან განსხვავებით იმ კაცს თავმოყვარეობა აქვს, მსგავს რამეს არავის ათქმევინებს. რეალის ამ ლიგების მთავარი შემოქმედი იყო არანაირი რონალდო და რამოსი. მსაჯების "უნებლიე" შეცდომებიც კი პერესის ანგარიშზეა

  • M10 S9 D11
    schedule 08 აპრ 2020, 02:12
    #2

    კი ლანგრით მოგვართმევს პერრსი ხვალვე

  • Mes cue un club 1899
    schedule 08 აპრ 2020, 00:02
    #1

    ისე ამ ბარსელონამაც რო დაიწყოს ეს რეალის ფეხბურთელების გადაბირება მითუმეტეს თუ ახალგაზრდაა