workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვულვერჰემპტონმა” ადამა ტრაორეს ფასი დაასახელა

“ვულვერჰემპტონმა” ესპანელი შემტევის, ადამა ტრაორეს ფასი დაასახელა. Football Insider-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “მგლებს” 24 წლის ფეხბურთელში მინიმუმ 75 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ტრაორეთი არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის, მისი ყოფილი კლუბი “ბარსელონა”. ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით კი, აღნიშნულ სიას “ლივერპული” და “რეალი” დაემატნენ.

ამ სეზონში ადამამ “ვულვზის” რიგებში 43 მატჩი ჩაატარა, თავი კი 6 გოლითა და 10 ასისტით გამოიჩინა. “ლა მასიას” აღზრდილი მოთამაშე უმეტესად მარჯვენა გარემარბად ასპარეზობს, თუმცა თამაში ნახევარდაცვაშიც შეუძლია.

ტრაორე “ბარსას” ასაკობრივ გუნდებში 2004-2015 წლებში ირიცხებოდა. მან კატალონიური გრანდის პირველ გუნდში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ესპანელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა 20 მილიონ ევროდ “მიდლსბროდან” შეიძინა. Transfermarkt-ის მიერ ის 32 მილიონ ევროდაა შეფასებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Adama traore
    schedule 08 აპრ 2020, 01:41
    #8

    ერთი ასეთი ყველა გუნდს სჭირდება და მე ძაან მინდა ეს და აი აგერ ნახავთ ეს თუ ლივერპულში წავა რა გახდება ნახავთ

  • Don_Andresito
    schedule 07 აპრ 2020, 23:37
    #7

    დემბელეს არაფრით ჩამოუარდება არც სისწრაფით და დრიბლინგით და მით უმეტეს არც დარტმით პროსტა პრემიერ ლიგისთვისაა ზედგამოჭრილი და არ უნდა წავიდეს. როგორც კი თამაშს ჩაგვიკეტავენ და პოზიციური თამაში წავა მანდ დაერხევა. კრეატივი არ აქვს და ამის გამჭოლი ფლაგიდან პასები კიდე რეალის ტიპის გუნდებს ადგებათ. არაა საჩვენო. სანჩო ჯობს ბევრად უფრო ტექნიკურია. თორე ბარსა ბ შიც მახსოვს და კარგი ბიჭი იყო ყოველთვის, ესე უაზროდ არ უნდა დაეკარგათ.

  • Lasha71
    schedule 07 აპრ 2020, 23:08
    #6

    ძვირია

  • Pancho
    schedule 07 აპრ 2020, 23:05
    #5

    ციტატა: Mes cue un club 1899

    ციტატა: Porie
    ახლა ვიღაც შეხედავს ტრაორეს და მისი ფიზიკური აღნაგობის გამო მოტყუვდება და იტყვის რო მარტო სირბილი შეუძლია ცხენივით და ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება, არადა თუ უყურებთ ამის თამაშებს ტიპს ტექნიკაც აქვს, მატაობაც შეუძლია და ძალიან ჭკვიანური თამაში, ძაან მაგარ პასებსაც აკეთებს, ვერ იტყვი რო მეორე იგროკი არის. ტექნიკა ძაან კარგი აქვს და ბურთს თითქმის ვერ ართმევენ, ლივერპულის ფეხბურთელებსაც კი გაუჭირდათ ამისთვის ბურთის წართმევა და არა იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერია ან რამე ეგეთი, უბრალოდ ძაან მაგარი ტექნიკა აქვს, ღვინითა თამაშობს მოედანზე და არა მარტო ძალისმიერად. აი ეტყობა ამ ბიჭს მაინც რო ლა მასიის აღზრდილი რომ არის.

    შეიძლება მესის ხელა ერთი ფეხი აქვს მაგრამ ჭკუა პატარა ბავშვის ასოსავით პატარა აქვს ამის ჭკუა არ გაუშვა ვულვზის იქით შენ გგონია ასეთი ფეხბურთელი შორს წავა მისი მაქსიმუმი ვულვზია ძალიან მინდა ვცდებოდე მაგრამ მისი თამაში ჯერ კიდევ მაშინ მახსოვს როდესაც ბარსელონას ჯუნიორებში თამაშობდა

    მისმინე, მესისთვის არც არავის შეუდარებია და თუ შენ იუნიორებში ამის თამაში ნანახი გაქვს მაგას არ უნდა წერდეს წესით, ვერ აჩერებდნენ ამას, ვულვზის დონეა თუ არა ეგ ჯერ არც ვიცით, შეიძლება უფრო დიდ გუნდს იმსახურებს, პრემიერ ლიგაში ბოლო ორი წელი ვულვზი რას შობს გადახედე და ამის იგრებსაც შევძლებ თვალი, სიტის ორივე თამაში ამან მოუგო მარტომ და რა უკეთეს მცველებს შორისაც იმასაც შეხედე, საერთოდაც ამ სეზონის ტრაორეს თამაშებს თუ შეხედავ, რას უკეთებს მცველებს იოლად მიხვდები რო საკმაოდ ჭკვიანია მოთამაშეა. ვულვზი ლივერპული ან ვულვზი სიტი ჩართე და ნახავ. ისე ძვირია ცოტა.

  • M10 S9 D11
    schedule 07 აპრ 2020, 22:52
    #4

    ტრაორე არა ჰალკი კიდე

  • Mes cue un club 1899
    schedule 07 აპრ 2020, 22:37
    #3

    ციტატა: Porie
    ახლა ვიღაც შეხედავს ტრაორეს და მისი ფიზიკური აღნაგობის გამო მოტყუვდება და იტყვის რო მარტო სირბილი შეუძლია ცხენივით და ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება, არადა თუ უყურებთ ამის თამაშებს ტიპს ტექნიკაც აქვს, მატაობაც შეუძლია და ძალიან ჭკვიანური თამაში, ძაან მაგარ პასებსაც აკეთებს, ვერ იტყვი რო მეორე იგროკი არის. ტექნიკა ძაან კარგი აქვს და ბურთს თითქმის ვერ ართმევენ, ლივერპულის ფეხბურთელებსაც კი გაუჭირდათ ამისთვის ბურთის წართმევა და არა იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერია ან რამე ეგეთი, უბრალოდ ძაან მაგარი ტექნიკა აქვს, ღვინითა თამაშობს მოედანზე და არა მარტო ძალისმიერად. აი ეტყობა ამ ბიჭს მაინც რო ლა მასიის აღზრდილი რომ არის.

    შეიძლება მესის ხელა ერთი ფეხი აქვს მაგრამ ჭკუა პატარა ბავშვის ასოსავით პატარა აქვს ამის ჭკუა არ გაუშვა ვულვზის იქით შენ გგონია ასეთი ფეხბურთელი შორს წავა მისი მაქსიმუმი ვულვზია ძალიან მინდა ვცდებოდე მაგრამ მისი თამაში ჯერ კიდევ მაშინ მახსოვს როდესაც ბარსელონას ჯუნიორებში თამაშობდა

  • Chakve
    schedule 07 აპრ 2020, 21:53
    #2

    ციტატა: Porie
    ახლა ვიღაც შეხედავს ტრაორეს და მისი ფიზიკური აღნაგობის გამო მოტყუვდება და იტყვის რო მარტო სირბილი შეუძლია ცხენივით და ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება, არადა თუ უყურებთ ამის თამაშებს ტიპს ტექნიკაც აქვს, მატაობაც შეუძლია და ძალიან ჭკვიანური თამაში, ძაან მაგარ პასებსაც აკეთებს, ვერ იტყვი რო მეორე იგროკი არის. ტექნიკა ძაან კარგი აქვს და ბურთს თითქმის ვერ ართმევენ, ლივერპულის ფეხბურთელებსაც კი გაუჭირდათ ამისთვის ბურთის წართმევა და არა იმიტომ რომ ფიზიკურად ძლიერია ან რამე ეგეთი, უბრალოდ ძაან მაგარი ტექნიკა აქვს, ღვინითა თამაშობს მოედანზე და არა მარტო ძალისმიერად. აი ეტყობა ამ ბიჭს მაინც რო ლა მასიის აღზრდილი რომ არის.

    თამაშისას ეტყობა ნამდვილად რო ლამასიელია, ლამასიური სისხლი უჩქებს, ჩვენმა ხელმძღვანელობამ აი მაშინ დაუშვა უდიდესი შეცდომა მუნირი რო დაიტოვეს და ეს გაყიდეს. ვერ აჩერებდნენ ამას, მუნირსაც კი სჯობდა 19 წლამდელებში თამაშის პერიოდში

  • Porie
    schedule 07 აპრ 2020, 21:41
    #1