ბარსელონას “ელ პრატის” აეროპორტში კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიოს სურდათ ყველასთვის დაენახებინათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალიდან მადრიდელთა გამოთიშვის მიზეზი გახდა მსაჯების “ქურდობა”, მაშინ როდესაც თვითკიტიკასა და “ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის ფინალში გასვლის მილოცვაზე საუბარი არც ყოფილა.
როგორც ვიდეოდან ჩანს,ორივე პორტუგალიელი ხელით აკეთებდა ჟესტს, რომელიც მიანიშნებდა იმისკენ, რომ ყველაფერი ეს იყო “თაღლითობა, ქურდობა”, უფრო კონკრეტულად “საფულის ქურდობა” – ჟესტი, რომელიც მოდაში გადაცემა “Callejeros” (“ქუჩის მაცხოვრებლები”)დამსახურებით შევიდა და რომელიც არაერთხელ იქნა გამოყენებული TV3–ის გადაცემის მიერ.
ეს არის მაჩვენებელი ღირსებისა და აღზრდის, განსხვავებით ისეთი ფეხბურთელებისგან, როგორებიც არიან ჩაბი ალონსო და არბელოა, რომლებმაც თამაშის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებს ფინალში გასვლა მიულოცეს.


