Mundo Deportivo-ს ცნობით, გასულ ზაფხულში, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა ნეიმართან მოლაპარაკებების დროს მას პირობა მისცეს, რომ თუ მაშინ ტრანსფერი არ გამოვიდოდა, ნეიმარი შემდეგ, ანუ, 2020 წლის ზაფხულში მაინც დაბრუნდებოდა “კამპ ნოუზე”.
აგვისტოში ბრაზილიელი კატალონიაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა “პარი სენ-ჟერმენის” პრინციპულმა პოზიციამ, იგი ერთგვარ “ოქროს ტყვეობაში” ჩააგდო. ნეიმარი თანახმა იყო ხელფასის შემცირებასა და კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამოტანაზე, თუმცა პსჟ-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, ბრაზილიელის გაშვებას არ აპირებდა. პარიზში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას “ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ, დირექტორთა საბჭოს წევრი, ხავიერ ბორდასი და სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი, იღებდნენ.
გამოცემის თანახმად, ნეიმარისთვის მთავარი პარიზული კლუბის დატოვება გახლდათ, რის გამოყენებასაც ფლორენტინო პერესი აპირებდა. იგი ბრაზილიელის გადარწმუნებას ცნობილი საფეხბურთო აგენტების, ვაგნერ რიბეიროსა და პინი ზაჰავის მეშვეობით შეეცადა.
იმისათვის, რათა ნეიმარის “რეალში” გადასვლა თავიდან აცილებულიყო, “ბარსელონას” წარმომადგენლები მას დაჰპირდნენ, რომ თუ მაშინ არ შედგებოდა ტრანსფერი, მომდევნო ზაფხულში ყველა შემთხვევაში შეძლებდნენ მის დაბრუნებას. კატალონიურ მედიასაშუალებას თუ დავუჯერებთ, პირობა კვლავ ძალაშია.
იმედია ნეიმარი დაბრუნდება და 2015 წელი განმეორდება. არადა არაფერი არ გამოვა. ვისაც ბარსა უყვარს ნეიმარიც უნდა აიტანოს.
ნუ თუ დაპირდნენ მაშინ მოუყვანიათ
ამის ნაბიჭვარი დედაც და ამის მომყვანისაც გუნდს არაფერში ჭირდება . ხასიათით ნაბიჭვარი პრივილეგიებსა და დიდ ხელფასს შეჩვეული უკვე 29 წლის ნეიმარი გაიკეთოს უკან ხალიფამ და რაც დარჩება ბართომეუმ. გუნდს შეტევაში თუ ვინმე ჭირდება არის ჰალანდი და დაცვაში უპამეკანო პლიუს ტოდიბო დააბრუნონ კოუტინიოსთან ერთად.