ალბათ არავის წარმოედგინა, რომ 2019-20 სეზონის განმავლობაში დემბელე თამაშს მოახერხებდა, მას შემდეგ, რაც 3 თებერვალს ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მას ოპერაცია ჩაუტარდა და 5-6 თვით მოედანს ჩამოშორდა.
თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოვლენები 180 გრადუსით შემოტრიალდა. სპორტული მოვლენების შეწყვეტამ დროის ის შუალედი გამოაჩინა, რომლითაც ფრანგს შეუძლია ისარგებლოს და ჩემპიონატების განახლების შემდეგ “ბარსას” რიგებში თამაში გააგრძელოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპერაციიდან, რომელიც 11 თებერვალს ჩატარდა, 5-6 თვის შემდეგ, უსმან დემებელეს თამაში შეეძლება. ეს ყოველივე “ბარსას” შეტევაში დალაგებულად თამაშში მნიშვნელოვნად დაეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიურმა კლუბმა მარტინ ბრეითუეიტი დაიმატა, გუნდი უსმან დემბელესა და ლუის სუარესის დანაკლისს კვლავაც გრძნობს, რაც პირველ რიგში შეტევაში თამაშის ხარისხსა და მოკლე სათადარიგო სკამზე აისახება.
რამდენი ხნით?
მშვენივრად ათამაშებს მასე სუარესიც დამტვრეულია და ეგეც ვერ ბრუნდება კაი ხანი ბარსელონას დემბელე დარეგისტრირებული ყავს ლა ლიგაშიც და ლიგაზეც რა შუაშია ეგ უბრალოდ სკამის სიმცირის გამო დართეს ნება ბარსას რო ეყიდა ფეხბურთელი რეგლამენტი არა ლეღვი ერთადერთი სადაც ბარსელონა ბრაიტვაიტს ვერ ათამაშებს ესაა ლიგა იმიტომ რო დარეგისტრირებული არ ყავს
როცა არ უნდა განახლდეს და შესაბამისად დემბელემ გამოჯანმრთელება მოასწროს მას რეგლამენტით არ აქვს უფლება ითამაშოს, რადგან მის ტრამვის გამო მისცა ფედერაციამ უფლება ბარსას ბრეიტვეიტის დამატების.. შესაბამისად ის ვერ შეძლებს თამაშს.გადახედეთ წესებს.უკვე მერამდენე შემთხვევაა მსგავსი სტატიების გამოქვეყნების.. ნუ შეგყავთ გულშემატკივარი შეცდომაში..
იმედია საბოლოოდ დაბრუნდება და ათამაშდება
როგორ მინდა ამან ითამაშოს არადა როგორ მევასება იმ დროიდან როცა ლიგა1 თქმაშობდა უბრალოდ მწყინს ასე რო დაემართა
დემბო დაბრუნდება და მოაგვარებს შეტევაში პრობლემებს