4 “ლა მასიელი”,  რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

4 “ლა მასიელი”, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

“ლა მასია” ლეგენდების აღზრდით ცნობილია. “ბარსელონას” აკადემიამ ისეთი ფეხბურთელები აღზარდა, როგორებიც ლეო მესი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ტიაგო ალკანტარა და სხვები არიან.

“ლა მასიაში” ამჟამადაც კვლავ ისეთი ტალანტები ირიცხებიან, რომლებიც, შესაძლოა, “ბარსელონას” ისტორიაში შევიდნენ.

წარმოგიდგენთ 4 “ლა მასიელს”, რომელთაც კატალონიურმა კლუბმა მომდევნო სეზონში ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს.

ალექს კოლიადო

საბადელში დაბადებულ 20 წლის შემტევ ნახევარმცველს დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირდება, რათა “ბარსელონას” შემადგენლობის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. კოლიადომ ახალგაზრდულ გუნდში არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ალექსს ნამდვილად აქვს ყველა ის თვისება, რაც “ბარსას” ნახევარმცველს სჭირდება: პასის კულტურა, ბურთის კონტროლი, ინტელექტუალური მოძრაობები, დრიბლინგის შესანიშნავი უნარი და მოედნის ბრწყინვალე ხედვა აქვს.

ილაიშ მორიბა

წამორშობით გვინეელი ტალანტი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში 2018 წლის ზაფხულში, წინასასეზონო ტურნირის დროს მოექცა, როდესაც მორიბამ მადრიდის “რეალის” “ჟუვენილ ბ-ს” ჰეთ თრიქი შეუსრულა. მას შემდეგ, ახალგაზრდა ნახევარმცველი მუდმივად ვითარდება.

ესპანელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელს, პოლ პოგბას არაერთხელ შეადარეს. წელს მორიბა “ბარსა ბ-ში” დააწინაურეს. ილაიში იმედისმომცემი ახალგაზრდა ნამდვილადაა, რომელმაც მომავალში უნდა გაიბრწყინოს.

რიკი პუჩი

ახლაგაზრდა ნახევარმცველი 2018 წლის პრე-სეზონზე “მილანის” წინააღმდეგ თამაშისას ჯენერო გატუზომ კომპლიმენტებით შეამკო.

რიკარდო “ბარსელონას” აკადემიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას მოედნის შესანიშნავი ხედვა და ფანტასტიკური მოძრაობები ახასიათებს. ახლაგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში 3 თამაში მოასწრო, მათ შორის, “გრანადას” წინააღმდეგ (1:0).

მუსა ვაგე

2016 წელს დანი ალვესის წასვლის შემდეგ, “ბარსას” დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები შეექმნა. აღნიშნულ პოზიციის გამაგრება სერჟი რობერტოს მოუწია, სანამ გუნდი ნელსონ სემედუს გაიფორმებდა. ნახსენები ორი ფეხბურთელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე კარგად გამოიყურება, თუმცა კატალონიელებს ჰყავთ ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც მომავალში უნდა დაეყრდნონ – მუსა ვაგე.

სენეგალელი “ლა მასიის” აღზრდილი არ არის, თუმცა გარკვეული პერიოდი “ბარსელონა ბ-ში” აქვს გატარებული. იანვარში ის “ნიცაში” გაანათხოვრეს, სადაც სულ რაღაც 5 მატჩში უკვე 2 ასისტი მიითვალა. მუსას ნამდვილად აქვს შესაძლებლობები, რომ “ბლაუგრანას” ძირითადი მარჯვენა მცველი გახდეს.

* სიაში ვერ მოხვდა ანსუ ფატი, რომელსაც აშკარა მომავალი აქვს და უკვე “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • Lasha71
    06 აპრ 2020, 01:53

    საინტერესოა სად ითამაშებენ

  • Feel My Style
    03 აპრ 2020, 21:13

    მონჩუ გამორჩათ

  • გიგსონა
    03 აპრ 2020, 20:10

    მუსა ვაგე არ არის იმ კლასის და დონის როგორიც უკვე შემდგარი ტალანტები კარლეს ალენია და კარლეს პერესი და ორივე დაკარგა ბარსამ..

  • El pistolero 9
    03 აპრ 2020, 19:32

    ცენტრში უახლოეს მომავალში 2ადგილი უკვე შევსებულია.დე იონგი საყრდენად და არტური ცენტრ ნახ მცველად.მესამე პოზიციაზე კოუტინიო მინდა მაგრამ 29ის კია უკვე მგონი და თუ დააბრუნეს 4წელი გაქაჩავს დონეს(შეიძლება ვერც ითამაშოს) და რო მოყანჭალდება მისი ადგილი ან ალენიამ უნდა დაიკავოს ან პუჩმა.მორიბა არტურის ადგილზე.კოლიადოს ვინგერად თამაში მოუწევს.
    არტური ფრენკი კოუტინიო
    მორიბა ორიოლ ბუსკეცი პუჩი/ალენია.
    ასეთი უნდა იყოს ბარსას ცენტრი 2-3წლის შემდეგ

  • Zaza777
    03 აპრ 2020, 19:06

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: Zura777
    ისე ბოლო წლებში რამდენი შავკანიანი ესპანელი ფეხბურთელი წამოვიდა და თან თუ დააკვირდებით თითქმის ყველა ბარსელონელია. აგერ ანსუ ფატი უკვე ესპანელმა, ფირპოც ესპანელი, ჩვენი აღზრდილი ადამა ტრაორეც ესპანელი, აკადემიაში გვყავს კიდე ძაან ნიჭიერი მცველი სერხიო აკიემე, აგერ მორიბაზე ვსაუბრობთ და მიღებაც ესპანელია, ასაკობრივებში უკვე ითამაშა. ერთი ინიაკი უილიამსი არაა ბარსელონელი დანარჩენი ყველა შავკანიანი ესპანელი ფეხბურთელია ბარსელონელი.


    კეიტა ბალდეც, მაგრამ სენეგალში წავიდა. ისე, კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.


    კი მასეა, კეიტა ბალდე საერთოდაც ბარსელონაშია დაბადებული. ისე მართლა ბევრი შავი ესპანელი ფეხბურთელი წამოვიდა ბოლო წლებში.

  • გიორგი ჩანგელია
    03 აპრ 2020, 18:57

    ციტატა: Zura777
    ისე ბოლო წლებში რამდენი შავკანიანი ესპანელი ფეხბურთელი წამოვიდა და თან თუ დააკვირდებით თითქმის ყველა ბარსელონელია. აგერ ანსუ ფატი უკვე ესპანელმა, ფირპოც ესპანელი, ჩვენი აღზრდილი ადამა ტრაორეც ესპანელი, აკადემიაში გვყავს კიდე ძაან ნიჭიერი მცველი სერხიო აკიემე, აგერ მორიბაზე ვსაუბრობთ და მიღებაც ესპანელია, ასაკობრივებში უკვე ითამაშა. ერთი ინიაკი უილიამსი არაა ბარსელონელი დანარჩენი ყველა შავკანიანი ესპანელი ფეხბურთელია ბარსელონელი.


    კეიტა ბალდეც, მაგრამ სენეგალში წავიდა. ისე, კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

  • Fati
    03 აპრ 2020, 18:52

    მორიბა რიკიდაც ჯობია ვინც ბარსა ბ თამაშებს ადევნებს თვალს ფიზიკურად ძლიერი და ამავდროულად ძალიან ტეხნარია.მიკვირს აქამდე რატო არ ჩნდება ძირითად გუნდთან.

  • Zura777
    03 აპრ 2020, 18:45

    ციტატა: M10 S9 D11
    მუსა ვაგე არ ვიცი მარა ეს სამი განსაკუთრებით პუჩი აუცილებლად მისახედია


    არადა პუჩზე კი არა საერთოდ ლა მასიას აკადემიის ბოლო წლების საუკეთესოა მორიბაა, უდიდესი ტალანტი აქვს, მაგის იმედი მაქ ყველაზე მეტად. ისე ბოლო წლებში რამდენი შავკანიანი ესპანელი ფეხბურთელი წამოვიდა და თან თუ დააკვირდებით თითქმის ყველა ბარსელონელია. აგერ ანსუ ფატი უკვე ესპანელმა, ფირპოც ესპანელი, ჩვენი აღზრდილი ადამა ტრაორეც ესპანელი, აკადემიაში გვყავს კიდე ძაან ნიჭიერი მცველი სერხიო აკიემე, აგერ მორიბაზე ვსაუბრობთ და მიღებაც ესპანელია, ასაკობრივებში უკვე ითამაშა. ერთი ინიაკი უილიამსი არაა ბარსელონელი დანარჩენი ყველა შავკანიანი ესპანელი ფეხბურთელია ბარსელონელი. 😀🤣

  • M10 S9 D11
    03 აპრ 2020, 18:30

    მუსა ვაგე არ ვიცი მარა ეს სამი განსაკუთრებით პუჩი აუცილებლად მისახედია