workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
“ბარსელონას” გეგმა პედრისთან დაკავშირებით

“ბარსელონას” გეგმა პედრისთან დაკავშირებით

არავინ დაობს იმაზე, რომ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი 17 წლის პედრი ყველაზე იმედისმომცემი ესპანელი ფეხბურთელია. 17 წლის ასაკში, კანარის კუნძულელმა ბიჭმა იმდენს მიაღწია, რომ “ბარსელონას” მიერ მისი 5 მილიონად (+1 მილიონი ბონუსები) შეძენა ძალიან წარმატებულ ტრანსფერად ითვლება.

პედრი, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, “ლას პალმასში” იჯარით ითამაშებს, რის შემდეგაც “ბარსელონას” შეუერთდება. Marca-ს ცნობით, კატალონიელებს, ამომავალ ვრსკვლავთან დაკავშირებით, გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ.

ესპანელ შემტევ ნახევარმცველს “ბარსელონასთან” 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის კიდევ 3 წლით გახანგრძლივებაცაა შესაძლებელი. ამ ხელშეკრულების თანახმად, “ბარსა” მას სარეზერვო გუნდში ვერ ათამაშებს, თუ გუნდი ესპანეთის მე-2 დივიზიონში არ ამოვიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელი მაღალ დონეზე თამაშით უფრო სწრაფად განვითარდეს.

ესპანური პრესის ცნობით, მომდევნო სეზონისთვის მზადებას, თუ ის საერთოდ გაიმართა, პედრი “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად გაივლის. ამის შემდეგ კი გადაწყდება, ის კიკე სეტიენის განკარგულებაში დარჩება, თუ კიდევ იჯარით წავა. მსურველი კი ბევრია – “აიაქსი”, “სოსიედადი”, “ბეტისი”, “სელტა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 03 აპრ 2020, 12:01
    #2

    აიაქსი და პედრი ერთმანეთს დახატავდა.

  • Don_Andresito
    schedule 03 აპრ 2020, 03:00
    #1

    ამის შემდეგ კი გადაწყდება, ის კიკე სეტიენის განკარგულებაში დარჩება, თუ კიდევ იჯარით წავა. – რატო გვატყუებთ? სად სტატიის სათაური და სად ეს წინადადება. ესეიგი არაფერიც არ გადაუწყვეტიათ და მორჩით სპეკულაციებს. ესეთი ტიპის ნახევარმცველი გვჭირდება, უნაკლოა თავის ასაკთად შედარებით. ბარსაში რთულია თავის წარმოჩენა მარა პუჩს ნამდვილად ჯობს, ამიტო ის რახიტი გააიჯარონ და კაცს დაემსგავსოს პედრი კი დარჩეს. პუჩმა უნდა მოუმატოს თორე არც ერთი მწვრთელი სერიოზულად არ განიხილავს. დაჟე კიკემ სცადა გულის მოგება ფანების მაგის თამაშით მარა 1 თამაში და ვსიო მაგით შემოიფარგლა. მერე დაახვევინა და კონფერენციაზეც დაასხა არაა მზადო. ესეიგი მარტო ვალვერდეს თემა არ ყოფილა.