“ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი მოედნის მიღმაც შთამბეჭდავ საქმეებს აკეთებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ფეხბურთელს ბავშვობაში ზრდის ჰორმონების პრობლემა ჰქონდა, მისი ოჯახი არ იყო ისეთი შეძლებული, რომ სპონსორის გარეშე წამლებში გადასახდელი თანხა სრულად დაეფარა. რა თქმა უნდა, არგენტინელს არასდროს ავიწყდება, თუ საიდან მოდის და ყოველთვის ცდილობს, მის გულშემატკივრებს ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
გთავაზობთ ლა პულგას 7 ყველაზე კეთილ საქმეს:
1) 1 მილიონი ევრო კორონავირუსის წინააღმდეგ
COVID-19-მა მცირე დროში მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. გარდა იმისა, რომ ვირუსს ბევრი დაავადების გამო შეეწირა, არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც, შესაძლოა, შიმშილს ემსხვერპლონ. ლიონელმა უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ზრუნვას 1 მილიონი ევრო შესწირა.
2) 30 მილიონი ევრო ბარსელონას საავადმყოფოს
გასულ წელს მესიმ ბავშების ონკოლოგიურ განყოფილებას 30 მილიონი ევრო გადაურიცხა. გაღებული თანხა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სოლიდურია. საავადმყოფო ოფიციალურად 2020 წლის მეორე ნახევარში გაიხსნება და ლეოს ფონდის მზრუნველობის ქვეშ იფუნქციონირებს.
3) ჰაიტიში ვიზიტი
2010 წელს მესიმ გადატვირთულ განრიგში დრო მონახა და მიწისძვრისაგან დაზარალებულ მოსახლეობას ჰაიტიში ესტუმრა. კუნძულზე ფეხბურთელმა რამდენიმე დღე დაჰყო და 50 000 უსახლკაროდ დარჩენილთა ბანაკიც მოინახულა.
4) 670,00 ევრო როსარიოს საავადმყოფოს
როგორც შესავალში ვახსენე, მესის არასდროს ავიწყდება, საიდან მოდის. მისი მზრუნველობის ქვეშ მშობლიური ქალაქის საავადმყოფოც მოექცა, რომელის განახლებაში UNICEF-ის ელჩმა 670,000 ევრო გადაიხადა. ამას გარდა, ადგილობრივი ექიმები კვალიფიკაციის მისაღებად ბარსელონას პროფესიონალებთან გაგზავნა.
5) 12 წლის ბიჭის მკურნალობის დაფინანსება
“ბარსელონას” კაპიტანმა 12 წლის მაროკოელი ბიჭის მკურნალობა, რომელსაც ასევე ზრდის პრობლემა ჰქონდა, 6 თვით საკუთარ თავზე აიღო. საინტერესოა, რომ აღნიშნული ბავშვიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.
6) მურთაზა აჰმადის შემთხვევა
ალბათ ყველა ჩვენგანს ახსოვს ავღანელი მურთაზა აჰმედი, რომლის ფოტოებიც ინტერნეტსივრცეში ვირუსივით გავრცელდა. საქმე ისაა, რომ პატარა ბიჭს საშუალება არ ჰქონდა, ლეო მესის მაისური შეეძინა, თუმცა გამოსავალი მოძებნა – პოლიეთილენს საყვარელი მოთამაშის გვარი დააწერა, ჩაიცვა და თანატოლებთან ამგვარად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციამ არგენტინელ ვარსკვლავამდეც მიაღწია, რომელმაც გულშემატკივარს თავისი ხელმოწერილი მაისური და ბურთი გაუგზავნა. საბოლოოდ, მურთაზი კუმირს დოჰაში შეხვდა და “ალ აჰლის” წინააღმდეგ სათამაშოდ გამოსულ “ლა პულგას” პირდაპირ მოედანზე გამოჰყვა.
7) სკოლა სირიაში
სირიაში არსებული დაძაბულობის ფონზე, მრავალი სასწავლო დაწესებულება განადგურდა. ლიონელ მესის ფონდმა რეგიონში მონაწიოლება 20 სკოლის აშენებაში მიიღო, რითაც 1600 ბავშვს დაეხმარა.
8) მუდმივად კეთილ საქმეზე კონცენტრირება
ქორწილი, ალბათ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ დროს ძირითადად სხვების დახმარებაზე არ ფიქრობენ, თუმცა მესი აქაც გამორჩეულია. ფეხბურთელმა საკუთარი ღონისძიების სტუმრებს მოუწოდა, რომ საჩუქრების ყიდვის ნაცვლად, თანხა მის ფონდში გადაერიცხათ.
ზოგს მიაჩნია, რომ კრისტინაა ქველმოქმედი და მეცენატი, მესი კი ძუნწი. მესის მიერ გაკეთებული სიკეთე ნახევარი არ იცის ხალხმა, რადგან ამას ხმაურის და პიარის გარეშე აკეთებს, იმ პიტალოსგან გამსხვავებით.
როგორი კარგიც მოედანზეა ისეთივე კარგია სხვების დახმარებაში
❤️ ❤️
მოგესალმებით, თქვენი დახმარება მჭირდება. ვთამაშობ ფიფა 19-ს მოთამაშის კარიერას კომპიუტერზე დაკრეკილ ვერსიას, ვინც თამაშობს ეცოდინება არის ასეთი მიღწევა "ლიგის მოგება" მოგებული მაქვს ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაც და ჩემპიონატიც მაგრამ არ მიხსნის პოზიციურადაც შევესაბამები. ხომ არ იცით ვინმემ რატომ არის ასეთი რამ?
საუკეთესო ხარ ლომო
yochax messi. kacixar kacuri