workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონტრაქტებზე მუშაობა გრძელდება

კონტრაქტებზე მუშაობა გრძელდება

ვირუსის გამო თამაშები აღარ იმართება, მაგრამ საფეხბურთო გუნდები ფუნქციონირებას აგრძელებენ. განსაკუთრებით აქტიურობენ სპორტული დირექტორები და ფეხბურთელების აგენტები. სხვა რა საქმე აქვთ, როცა მოედანზე არაფერი ხდება?!

“ბარსელონას” უპირველესი ამოცანა მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. არსებული კონტრაქტის მიხედვით, მესის თავისუფლად შეუძლია სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლა. მართალია, თავად ყოველ ჯერზე უარყოფს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ფანები ნერვიულობენ, შესაბამისად ხელმძღვანელობა წნეხშია. საფრთხეს ზრდის დაძაბული ურთიერთობა მასსა და ბართომეუს შორის, თუმცა ავტორიტეტიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მთელი ამალის წასვლა უფრო მოსალოდნელია.

პრობლემატურია სემედუს საკითხიც. მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება. კლუბში არ არიან დარწმუნებულნი, რომ სემედუ ამ ზაფხულში გაიყიდება, ამიტომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას პრიორიტეტად მიიჩნევენ. სემედუ მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში გაიყიდება, მისი ასაკის გათვალისწინებით, ეს სავსებით შესაძლებელია.

“ბარსას” ახალი თავისტკივილი ტერ შტეგენია. გერმანელს გაუმჯობესებული კონტრაქტი სურს. უნდა ითქვას, რომ იმსახურებს. ბევრი ჟურნალისტის ვერსიით ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.

სიტუაციას აკვირდება “ბაიერნი”, სადაც მანუელ ნოიერი ვეღარ ბრწყინავს. ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ვეღარ ახერხებს და არ არის შორს ის დრო, როცა ნაკრების პირველი მეკარის სტატუსსაც დაკარგავს.

ტერ შტეგენის ტრანსფერს ოლივერ კანი კურირებს. დასამალი არავისთვის არის, რომ ტერ შტეგენისთვის სამაგალითო სპორტსმენი ყოველთვის ოლივერ კანი იყო. განსხვავებით მანუელ ნოიერისგან, რომელიც იენს ლემანისკენ იხრება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2020, 14:53
    #1

    სამივე გაახანგრძლივებს