მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, “ბარსელონას” ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი კი უკვე იმაზე ფიქრობს, თუ რა ნომრით ითამაშებს მომდევნო სეზონში.
გრიზმანის საყვარელი ნომერი 7 არის. როდესაც ფრანგი “ბარსელონაში” გადმოვიდა, ამ ნომრით ფილიპე კოუტინიო თამაშობდა. მოგვიანებით, ბრაზილიელი “ბაიერნში” გადავიდა, მაგრამ გრიზმანი, ლა ლიგაში, უკვე 17 ნომრით იყო დარეგისტრირებული და “ბარსელონამ” ნომრის შეცვლა ვერ მოახერხა. როგორც ირკვევა, ფრანგი “ბლაუგრანაში” 7 ნომრით თამაშს მაინც აპირებს.
“მინდა, 7-ნომრიანი მაისური კიდევ მოვირგო” – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Sport.
მე კი დიდი იმედი მაქვს რომ იქნება ბარსაში მაგრამ 7 ნომერით კი მეეჭვება რადგან კოუც აქ იქნება სავარაუდოდ..
მოედანზე გამოსვლის წინ ერთიანს ცარცი გადასვას ხოლმე და ეგ არის, სულ 7 ნომერი იქნება 😂 😂 😂
გრიზის ფსიქოლოგია: 17 ნომრით თამაში უჭირს, აი 7-ით კი იფრენს მოედანზე.
მომავალი სეზონიდან ეს იმედია აღარ იქნება ბარსელონაში
კი ოღონდ პსჟ-ს მაისური.
მომავალი სეზონიდან 7 ნომრიანი მაისური უნდა ეცვას