workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩი კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. კატალონიელთა მხრიდან გოლი პედრო როდრიგესმა შეაგდო შეხვედრის 54–ე წუთზე. რამდენიმე ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

 

ანდრეს ინიესტა: “ეს უნიკალური მომენტია. ჩვენ ფლეი–ოფში მოვუგეთ უდიდეს გუნდს და საკმაოდ სამართლიანადაც ვზეიმობთ ფინალში გასვლას. ახლა ისეთ მეტოქეს მოვუგეთ, რომ შესაძლებელია ვთქვათ: ჩვენ უფრო კარგები და ძლიერები ვართ! დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდში, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის თასი მეოთხედ ავწიოთ”.

 

პედრო როდრიგესი: “ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ. ფინალისკენ მიმავალი გზა ურთულესია, მაგრამ ჩვენ დიდებული მეტოქე დავამარცხეთ საბოლოო ეტაპზე, რომლებიც შესანიშნავად ასპარეზობდნენ. “რეალს” ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, რომ ურთულესი მატჩი გველოდა. როდესაც გოლი გავიტანე, ენით აუწერელ სიამოვნებას ვგრძნობდი. დიდი მადლობა ანდრეს ინიესტას ასეთი კარგი პასისთვის. არა მარტო ინიესტამ, დღეს ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალში გავიმარჯვებთ. “მანჩესტერი” სერიოზული მეტოქეა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ფინალში ვართ!”

 

ჩავი ერნანდესი: “ჩვენ მოვიგეთ და დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია “რეალის” დამარცხება. ფაქტია, რომ ჩვენ ფინალში ვართ და მადრიდელები დამარცხდნენ. ახლა უბრალოდ უნდა დავტკბეთ ამ ბედნიერებით და ვიფიქროთ ფინალზე”.

 

დანიელ ალვესი: “რეალის” ფეხბურთელები ხშირად არასპორტულად იქცეოდნენ. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც უნდა შეგეძლოს წაგებას თვალებში ჩახედო. სამეფო თასის ფინალის შემდეგ ჩვენ მივედით და მივულოცეთ მათ. სწორედ ამით არის გამორჩეული “ბარსელონა” სხვა კლუბებისგან. ვფიქრობ, მადრიდელები თავიანთ ინტერვიუებში გაგვაკრიტიკებენ. არ ვაპირებ შევაფასო მათი ქმედებები, მაგრამ ამ 4 მატჩში ჩვენ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ”.

 

ხავიერ მასკერანო: “ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ, თუმცა ჯერ ტიტული არ მოგვიგია. წინ ლა ლიგის მატჩები და ფინალია. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ და გავძლიერდეთ. ძალიან ბედნიერი ვარ ერიკ აბიდალის დარუნებით. ჩვენ, ფეხბურთელები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან უფრო ბევრ დროს ვატარებთ, ვიდრე ოჯახებთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში