“რეალ მადრიდის” ხელმძღვანელობა გულდასმით გადაიკითხავს თავიანთ უფლებებს, რის შემდეგაც ყველანაირ გზას გამონახავენ, რათა გააპროტესტონ “უეფას” გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ დისციპლინარულა კომიტეტმა მადრიდელთა ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია და არაფერი მოიმოქმედა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრის შემდეგ, “სამეფო კლუბის” უფროსობამ, გადაწყვიტა საჩივარი დაეწერა “ბარსელონას” 6 ფეხბურთელსა და მწვრთნელზე. ისინი ითხოვდნენ, რომ ბუსკეტსი, პედრო და ალვეში ორი მატჩის გამოტოვებით დასჯილიყვნენ, ხოლო პინტო, კეიტა და ვალდესი თითო მატჩით. გვარდიოლასთვის კი ფულად ჯარიმას ითხოვდნენ. “უეფამ” მათ გადაწყვეტილება უგულებელყო. ვნახოთ რა მოჰყვება პროსტესტს…