workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 2010/2011 (ნაწილი II)

“ბარსელონა” 2010/2011 (ნაწილი II)

მოგესალმებით ბარსამანიელებო! დაპირებისამებრ, გთავაზობთ მეორე ნაწილს სტატიისა, რომელიც ეხება “ბარსელონას” 2010/2011 წლებში. დღევანდელ სიახლეში მსურს აქცენტი გავაკეთო ტრანსფერებზე, სათადარიგო სკამსა და კანტერაზე. ამ ხალხს არანაკლები წვლილი მიუძღვის “ბარსელონას” წარმატებაში. მოდით, ჯერ დავიწყებ ტრანსფერებით. როგორც იცით, გუნდს წელს შეუერთდა: დავიდ ვილია, ადრიანო კორეია, ხავიერ მასკერანო და იბრაჰიმ აფელაი. დავიდ ვილიაზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ, ხოლო დღეს კი დარჩენილ სამზე მოგითხრობთ.

1) ადრიანო კორეია-ბრაზილიელი ლეგიონერი გუნდს “სევილიადან” შეუერთდა. დებიუტი ნამდვილად არ გაიოლებია, რადგანაც სეზონის დასაწყისში შეცვლაზეც იშვიათად გვევლინებოდა, მაგრამ დაძლია ადრიანომ ეს ბარიერი და სეზონის მეორე ნახევარი ბევრად სანახაობრივად და პროდუქტიულად ჩაატარა. მოგეხსენებათ, ერიკ აბიდალის ტრავმა, რომლის გამოც მას “მიუსაჯეს” სეზონის ბოლომდე დასვენება. გახსოვთ ალბათ ადრიანოს შესანიშნავი თამაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, როდესაც გუნდი ორჯერ იხსნა კრიშტიანო რონალდოს დარტყმის შემდეგ. ბრაზილიელმა ფრანგის არ ყოფნაში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და ძირითადი გუნდის წევრი გახდა, მაგრამ არც მას გაუმართლა მიმდინარე სეზონში და ტრავმა მიიღო.

[media=http://www.youtube.com/watch?v=UZVO_1aj80g]

2) ხავიერ მასკერანო-არგენტინელი ლეგიონერი გუნდს “ლივერპულიდან” შეუერთდა. არავის ეპარებოდა და არც ახლა ეპარება მის პროფესიონალიზმში ეჭვი. ხავიერს გაუძნელდა კატალონიურ სისტემასთან მორგება, მაგრამ გამოცდილებამ თავისი ქნა და სეზონის დაკსვნით ფაზაში სულ სხვა მასკერანო ვიხილეთ. იგი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ გვარდიოლამ საკმაოდ დიდი დროც მისცა სათამაშოდ და ბოლო თამაშებია მასკერანოს არ “დაუსვენია”. რამდენიმე შეხვედრაში მატჩის გმირიც გახდა. პეპ გვარიდოლამ მას დიდი ნდობა გამოუცხადა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=a9ZWB8LYM-Q]

3) იბრაჰიმ აფელაი-ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდს “პსვ”-დან შეუერთდა. სხვებისგან განსხვავებით იგი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გადმობარგდა, მაგრამ სხვების მსგავსათ მასაც გაუჭირდა დებიუტი. სრულიად უცხო ქვეყანაში გადმოსვლა და შემდეგ გუნდის სისტემაზე “გადმორთვა” არავის ეგონოს მარტივი საქმე. ჰოლანდიელმა 2-3 თვეში თავი გაართვა ყველაფერს და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კატალონიელთა გამარჯვებას “სანტიაგო ბერნაბეუზე”, მისი საგოლე გადაცემით გაუძვრინა ლიონელ მესიმ ფეხებს შუა ბურთი კასილიასს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=H1eS6m4xjP4]

ახლა კი მოგებრებო გადავიდეთ სათადარიგო სკამზე. ფეხბურთელები, რომლებიც სკამზე სხედან არ არიან პასიურები და არავის ეგონოს, რომ “ბარსასთვის” თავს არ დადებენ. გადავავლოთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც სათადარიგოზე სხედან: ბოიან კრკიჩი, ხეფრენ სუარესი, ხოსე მანუელ პინტო, სეიდუ კეიტა, გაბრიელ მილიტო და მაქსველი. გაეცანით მცირეოდენ ინფორმაციას ამ ექვსეულზე.

1) ბოიან კრკიჩი-სერბი წარმოშობის ფეხბურთელი, კატალონიური კლუბის აღზრდილია. ბოიანი სულ რაღაც 20 წლისაა და ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება. ალბათ გასაკვირი იმაში არაფერია, რომ კრკიჩი ძირითად შემადგენლობაში ვერ იმკვიდრებს ადგილს. შეტევის ხაზზე განლაგებულნი არიან მესი, ვილია და პედრო. დამეთანხმებით, რომ ჯერ მას არ ძალუძს რომელიმე მათგანი სკამზე “დასვას”. ბოიანი სეზონის დასაწყისში გოლებს ვერ იტანდა, თუმცა მეორე ნახევარში ბევრად უკეთ ათამაშდა და პედროს არ ყოფნისას ძირითად გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ ბედის ირონია… ტრავმა მიიღო, რის გამოც მიმდინარე სეზონს გაიუქმებს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=JGpls2rYAa4]

2) ხეფრენ სუარესი-ახლაგაზრდა ფეხბურთელი “ბარსელონას” აღზრდილია. ჩვენდა სამწუხაროდ, მასზე არაფერია ბევრი სათქმელი, რადგანაც ძირითად დროს ლაზარეთში ატარებს. ვერა და ვერ შეძლო ფორმაში ჩადგომა, ძალიან არასტაბილურია, რაც მისმა გაუთავებელმა ტრავმებმა გამოიწვია. ერთადერთი დასამახსოვრებელი მისგან მხოლოდ ისაა, რომ 29 ნოემბერს მეხუთე გოლი გაუტანა მადრიდის “რეალს”.

[media=http://www.youtube.com/watch?v=mZAh13NFnQs]

3) ხოსე მანუელ პინტო-ანდალუსიელი მეკარე მართლაც არ გამოიყურება ცუდად მიმდინარე სეზონში. პეპ გვარდიოლა ძალიან დიდ პატივს სცემს მას და სათამაშო დროს მუდამ აძლევს. აღსანიშნავია, რომ ყველა სათასო მატჩში, პინტო იცავდა “ბლაუგრანას” კარს და საკმაოდ წარმატებითაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდი ფინალში გავიდა, შემდგომ კი 1:0 დამარცხდა მადრიდის “რეალთან”. პინტო ძალიან აქტიურია მიმდინარე სეზონში. ხშირად ვერ თოკავს ნერვებს და სათადარიგო სკამზეც კი წითელ ბარათებს იღებს. იგი ასევე შესანიშნავად ახდენს მსაჯის სასტვენის იმიტაციას, რის გამოც “კოპენჰაგენთან” გასვლით მატჩში, ერთი-ერთზე მომავალი მეტოქე შეაჩერა და ბურთი “ჩააბარებინა”.

[media=http://www.youtube.com/watch?v=ErUF4b3t_j0]

4) სეიდუ კეიტა-ადამიანი, რომელსაც “შავი მუშა” შეარქვეს, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს “ბარსელონა” და ყველაფრისთვის მზადაა. ნამდვილი “კულე”. არაერთხელ დაამტკიცა მალელმა ლეგიონერმა, რომ ღირსია დაიცვას “ბლაუგრანას” ღირსება. შეცვლაზე შესანიშნავად ერთვება მატჩებში და რაც მთავარია, მას არ ანაღვლებს სათამაშო დროის უქონლობა, მისთვის მთავარია ეცვას “ბარსას” მაისური. დიდი მადლობა სეიდუს იმ ყველაფრისთივს, რასაც “ბარსასთვის” აკეთებს…

[media=http://www.youtube.com/watch?v=-owS4YTxo30]

5) გაბრიელ მილიტო-არგენტინელი ძალიან ცუდ ფორმაშია. სამწუხაროა, მაგრამ გაბირელს არაფერი დასმახსოვრებელი არ გაუკეთებია მიმდინარე სეზონში, გარდა ერთადერთი გოლისა, რომელიც “სეუტას” გაუტანა სათასო შეხვედრაში. ის მატჩი კატალონიელებმა 5:1 მოიგეს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=tM1aqqY0PHM]

6) მაქსველი-ბრაზილიელი ფეხბურთელი მართლაც შესანიშნავი იყო სეზონის სტარტზე. ძალიან ხშირად შემოდიოდა ხოლმე შეცვლაზე, თუმცა ნელნელა მოუკლო თამაშს და ადრიანოს დაუთმო ასპარეზი. ერთი გოლის გატანა მანაც მოახერხა, სწორედ “სეუტას” წინააღმდეგ, მაგრამ დასამახსოვრებელი მას ნამდვილად არაფერი უქნია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=89GAnPU7akQ]

ახლა კი ვისაუბროთ გუნდის მომავლებზე, სწორედ მათზეა დამოკიდებული გუნდის მომავალი. ისინი იმ ფილოსოფიის მიმდევარნი არიან, რომელსაც “ბარსა” თესავს ფეხბურთში, სწორედ ამიტომ “ბლაუგრანას” დიდი კოზირი აქვს სამომავლოდ. დღეს ვისაუბრებთ რამდენიმე კანტერანოზე: ანდრეუ ფონტასზე, ტიაგო ალკანტარაზე, ჯონათან დოს სანტოსზე, სერხი რობერტოსა და მარკ ბარტრაზე.

1) ანდრეუ ფონტასი-ახალგაზრდა კანტერანოელი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. იგი ამპლუით მცველია და “ბარსა ბ”-ს ერთ- ერთი ლიდერი. კარგად აქვს შეცნობილი “ბარსას” ფილოსოფია და ნამდვილად არ უჭირს პირველ გუნდში თამაში, სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ვხედავთ მას ძირითადი გუნდის განაცხადში. ანდრეუმ რამდენიმე მატჩი ითამაშა “ბარსას” მაისურით და საკმაოდ წარმატებითაც. იგი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ლა ლიგის 34-ე ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=R44QVvyvJnQ]

2) ტიაგო ალკანტარა-ბრაზილიური ფესვების მქონე კატალონიელი ახალგაზრდა, მართლაც ყველაზე გამორჩეულია ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს შორის. საოცრად კარგად აზროვნებს მოედანზე და თამაშობს ისევე ლაღად, როგორც ჩავი და ინიესტა. მის მოედანზე ყოფნისას, ვერც კი შეამჩნევ, რომ ძირითადის მოთამაშე არ არის. კარგად აკონტროლებს ბურთს, უშვებს ძალიან მწირ შეცდომებს და სწორად აფასებს ეპიზოდს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=6j0GfSuKeJQ]

3) ჯონათან დოს სანტოსი-მექსიკელი ნახევარმცველი ამ სეზონში რამდენჯერმე დაეხმარა გუნდს. საკმაოდ კარგ მომავალს უწინასწარმეტყელებენ ჯონათანს და ალბათ არც არის გასაკვირი, რადგან ვარჯიშებსა თუ მატჩებზე, ბოლომდე იხარჯება და თავს არ ზოგავს გუნდისთვის. სწორედ მისნაირი ფეხბურთელები სჭირდება კატალონიურ გრანდს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=49izA8CjqAk]

4)სერხი რობერტო–კატალონიელი ყმაწვილი შესანიშნავად ასპარეზობს “ბარსა ბ”–ში. ამის ნათელ მაგალითად შეგიძლიათ იხილითო ქვემოთ მოცემული ვიდეო. ფეხბურთელს დებიუტი სათასო მატჩში, “სეუტას” წინააღმდეგ ჰქონდა. სადაც ცუდად ნამდვილად არ უასპარეზია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მისი დებიუტი შედგა 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, “სანტიაგო ბერნაბეუზე”. შეხვედრა კატალონიელთა სასარგებლოდ, 0:2 დასრულდა. რობერტო სულ რაღაც 5–6 წუთით გამოჩნდა მოედანზე, თუმცა ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=9VwK0-3aMoI]

5) მარკ ბარტრა-აი ამ ფეხბურთელის რატომღაც ძალიან მეიმედება. მარკი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა შესანიშნავად გრძნობს თავს მოედანზე.ბარტრა ხისტი და თავდაჯერებულია. ძალიან კარგად ერთვება შეტევებში და უცბად ბრუნდება საკუთარ ნახევარზე. ასეთი ფეხბურთელი გუნდში ნამდვილად საჭიროა და მისი “ბარსა ბ”-ში დიდხანს დატოვება არ ღირს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=9oyhXw_Rt-s]

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ ეს დასასრული არ არის, შემდეგ ნაწილებს დავდებ უახლოეს მომავალში სანამ სრულად არ ამოვწურავ ინფორმაციას, იმედია თავს არ შეგაწყენთ… სტატიის დაწერაში დამეხმარა ჩვენი საიტის მომხმარებელი: Barca-boy20.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward