workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფინანსური ზარალი, რის გამოც “ინტერს” ლაუტარო მარტინესის დათმობა მოუწევს

ფინანსური ზარალი, რის გამოც “ინტერს” ლაუტარო მარტინესის დათმობა მოუწევს

კორონავირუსულმა ეპიდემიამ თითქმის ყველაფერზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა “ბარსელონასთვის”, შესაძლოა, არსებული სიტუაცია მომგებიანი აღმოჩნდეს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ინტერს” ზარალის სახით 48.4 მილიონი ევრო დაუგროვდა, რამაც, შესაძლოა, მილანურ კლუბს ლაუტარო დაათმობინოს.

გარდა იმ ზიანისა, რომელიც კორონავირუსმა ზოგადად ყველა საფეხბურთო კლუბს მიაყენა, “ნერაძურის” სხვა სახის პრობლემებიც აქვს.

პირველ რიგში, მათ რომელუ ლუაკუ და კრისტიან ერიკსენი დაიმატეს. ორივე ფეხბურთელს საკმაოდ დიდი ანაზღაურება დაენიშნა, რამაც კლუბის სახელფასო ბიუჯეტზე ნეგატიურად იმოქმედა.

ამას გარდა, ჩინურ კომპანიებთან სამი სასპონსორო ხელშეკრულება არ გახანგრძლივებულა და 2019 წლის ბოლოს ამოიწურა.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ “ბარსელონას”, რომელიც ჯერჯერობით ლაუტარო მარტინესისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია, არგენტინელი შემტევის დამატების შანსები ეზრდება.

თავდაპირველად გავრცელებული ჭორის თანახმად, ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდ თანხად 111 მილიონი ევრო სახელდებოდა. აღნიშნული ფასი კი “ბარსას” ხელმძღვანელობის აზრით ბევრი იყო.

მრავალი სანდო გამოცემის, მათ შორის Diario Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი მზადაა “ინტერის” ფორვარდის გადმოსაბირებლად ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 27 მარ 2020, 01:10

    არადა ეს არაფერში არ სჭირდება ბარსას მარა თუ მაინც ამის მოყვანა უნდათ ეგება იაფად მაინც მოიყვანონ 111 მილიონი რა ამბავია

  • Adama traore
    schedule 26 მარ 2020, 19:17

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    წინა სტატიაში წავიკითხე რაკიტიჩი და ვიდალი გაშვების შემთხვევაში ერთი ნახევარმცველის მოყვანას გეგმავენო რაც ვივარაუდო კიდეც.იმიტომ რომ იმხელა ძალა გამოგვეცლება ხელიდან დე იონგით და არტურით ვერ შევავსებთ.დაგვჭირდება ერთი გამოცდილი ცენტრი.უბრალოდ სასაცილოა ის რომ რაკიტიჩი და ვიდალი მაგივრად უნდათ ნდომბელეს და რუისის ყიდვა.არცერთია გამოცდილი და არც მეორე.კანტე გვჭირდება და რატომ ვერ შეიგნეს იქ ბარსელონას ბორდში ეს.კანტე არის უმაღლესი დონე რომელიც გააძლიერებს ბარსელონას ცენტრს.ჩელსიში ძალიან მეცოდება.ან ჟორჟინიო იყიდონ იგივე ჩელსიდან.რა ნდომბელე და და რუისი ბართუშ თქვენი დედაც მანდ სუყველასი ვინც კი გადაწყვეტილებას იღებთ.
    კანტე არის უნივერსალი ცენტრი საყრდენზეც შეუძლია და შემტევ ნახევარმცველადაც თამაში.
    ლესტერის საჩემპიონო სეზონში საგოლე შეტევების 80% კანტე იწყებდა.
    ამ საშუალო დონის ფეხბურთელებით შეავსებენ გუნდს და მალე დავეცემით ვალენსიას დონემდე.


    არა შეილება არც ნდომბელეა ცუდი და მითუმეტეს რუისი მარა მართალი ხარ ვინმე გამოცდილი გვინდა ანდა ვიდალს რატო ვუშვებთ ვინ მოგვყავს მაგაზე კარგი აიი კანტე კი დაგვხატავდაა მარა თუ არადა მუსა სისოკო გამოცდილია ძლიერია სკამზეც პრობლემა არ ექნება