workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი და ინიესტა განაცხადს დაუბრუნდნენ (+სურათები)

აბიდალი და ინიესტა განაცხადს დაუბრუნდნენ (+სურათები)

დღეს ბოლოსწინა ვარჯიში ჩატარდა იმ სტადიონზე, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალს” უმასპინძლებს. ერიკ აბიდალი და ანდრეს ინიესტა გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. ორივე მათგანმა სამედიცინო შტაბისგან თამაშის უფლება მიიღო.

ოპერაციიდან 46 დღის შემდეგ აბიდალმა გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ზუსტად 46 დღის წინ, 17 მარტს მას ღვიძლზე სიმსივნე მოაშორეს. ასევე შესანიშნავად გრძნობდა თავს ანდრეს ინიესტა, რომელმაც მადრიდში და სან სებასტიანში ჩატარებული მატჩები გამოტოვა. აბიდალის გამოჩენას თანაგუნდელები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელებიდან ვარჯიშზე იმყოფებოდნენ იოერი, ტიაგო, ბარტრა და სერხი რობერტო. ბოიან კრიკიჩი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს.

ვარჯიშის შემდეგ გუნდის მთელი შემადგენლობა სასტუმროში დაბანაკდა, ხვალ დილით ისინი ”ნოუ კამპზე” სავარჯიშოდ დაბრუნდებიან.

გთავაზობთ ხვალინდელი მატჩის განაცხადს:

მეკარეები: ვალდესი, ოიერი.
მცველები: ალვეში, ბარტრა, პუიოლი, პიკე, ფონტასი, აბიდალი.
ნახევარმცველები: მასკერანო, ბუსკეტსი, სერხი რობერტო, კეიტა, ტიაგო, ჩავი, ინიესტა.
თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, აფელაი, ხეფრენი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward