კორონავირუსმა “ბარსელონაშიც” შეაღწია. ვირუსი, რომელიც მთელი მსოფლიოს თავსატკივრად იქცა, კატალონიელთა სკაუტს, ანდრე კურის დაუდასტურდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდრე კურის მხოლოდ სიცხე აქვს, რის გამოც ის მკურნალობას სახლში განაგრძობს და არა საავადმყოფოში. კურისთან ერთად, ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც.
ივარაუდება, რომ კური ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრეში, ადგილობრივი კლუბის პრეზიდენტთან, მარსელო მედეიროსთან კონტაქტის დროს დაინფიცირდა.
ბრაზილიაში, სადაც ამჟამად ანდრე კური იმყოფება, კორონავირუსით დაავადების 1201 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 კი ლეტალურად დასრულდა.
ანდრე კური “ბარსელონას” სკაუტია სამხრეთ ამერიკაში. სწორედ მისი დამსახურებაა 2013 წელს ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადმოსვლა.
და 3-0 მოვუგეთ მესის ჰეთ თრიქით 😀 რეალმა წააგო და სხვაობა უკვე 5 ქულაა…
😂 ამინ !!!
და 3-0 მოვუგეთ მესის ჰეთ თრიქით 😀 რეალმა წააგო და სხვაობა უკვე 5 ქულაა…
დღეს ლეგანესს ვღებულობთ კამპ ნოუზე. 😞