workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოჰან კრუიფი: ””რეალი” ძალიან დიდებულია იმისთვის, რომ მოურინიო აიტანოს”

იოჰან კრუიფი: ””რეალი” ძალიან დიდებულია იმისთვის, რომ მოურინიო აიტანოს”

ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, იოჰან კრუიფი თავის ყოველკვირეულ სტატიაში კვლავ შეეხო ჟოზე მოურინიოს.

”არ შეიძლება მოურინიო გავამტყუნოთ მისი ქმედებების გამო, ვინაიდან ყველამ მშვენივრად ვიცით მისი ხასიათის შესახებ. მიმაჩნია, რომ ”რეალი” ძალიან დიდებული გუნდია იმისთვის, რომ პორტუგალიელის გამოსვლები მოითმინოს. ეჭქვეშ შეიძლება დავაყენოთ კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, დაენიშნა მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მადრიდში მზად უნდა ყოფილიყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის.”

”ძალიან მწყდება გული, რომ გვარდიოლას მოურინიოს კომენტარებზე პასუხის გაცემა უწევს. მას არ სურდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს. ”ბარსელონას” ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ რეაგირებს ჟოზეს პროვოკაციებზე, ამიტომ ამ ყველაფრის მოგერიება პეპს უხდება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში